fbpx

მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს


გააზიარე სტატია

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რიკარდო სპინოტისა და ვალენტინა დე ამიჩისის გადაღებულ ფილმ “Now is Everything”-ში ბრიტანელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს.

ფილმში რეჟისორმა ცნობილი ვარსკვლავების შთამომავლობას მოუყარა თავი – პროექტში, ენტონი ჰოპკინსის გარდა ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი. რამდენიმე ეპიზოდში ქართველ მოდელ ელენე მახარაშვილსაც ვიხილავთ. ასევე ფილმზე მუშაობს, კიდევ ერთი ქართველი, მხატვარი ლაშა ზამბახიძე , სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის.

ფილმის კოსტიუმების დიზაინერია „ოსკარზე“ 12ჯერ ნომინირებული კოლინ ეტვუდი. გადაღებები აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც ფილმს კინოფესტივალებზე წარმოადგენენ.

რეჟისორები: რიკარდო სპინოტი და ვალენტინა დე ამიჩის
ოპერატორი: დანტე სპინოტი
პროდაქშენ დიზაინერი: ლაშა ზამბახიძე
კოსტიუმების დიზაინერი: კოლინ ეტვუდი
მთავარ როლში: ირაკლი კვირიკაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.