fbpx

ევროკომისიამ Google 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა


გააზიარე სტატია

ევროკომისიამ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისათვის კორპორაცია Google 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

ბრალდების განცხადებით, კორპორაცია უსამართლოდ იყენებდა ანდროიდის საძიებო სისტემას, ასევე ბაზარზე დაბლოკა მობილური ტელეფონების მწარმოებელი ის კომპანიები, რომლებიც ანდროიდის საკუთარ ვერსიებს ქმნიდნენ.   

რეალურად არის თუ არა კორპორაცია Google მონოპოლისტი ევროპის ბაზარზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სტატისტიკური კვლევების ვებპლატფორმა Statista-მ სცადა და გამოაქვეყნა 5 ქვეყნის: ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემები.

 

 

წარმოდგენილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ ხსენებულ ქვეყნებში Google-ის საძიებო სისტემა დომინირებს. კონკურენტებზე ასევე დომინირებს ოპერაციული სისტემა Android, რომელიც განსაკუთრებით ესპანეთშია პოპულარული. ერთადერთი სახელმწიფო, სადაც სისტემამ პოზიციები დათმო, დიდი ბრიტანეთია. რაც შეეხება, Chrome-ის ბრაუზერს, მას ევროპელი მომხმარებლის ნახევარზე მეტი იყენებს.

 


რეკომენდებული სტატიები
ნარკოტიკები ციფრებში - გაეროს ანგარიში 2018

ნარკოტიკები ციფრებში - გაეროს ანგარიში 2018

ნარკოტიკები ციფრებში - გაეროს ანგარიში 2018
ოპიოდური კრიზისი, რეცეპტურული ნარკოტიკების გაზრდილი დონე, კოკაინისა და ჰეროინის წარმოების რეკორდული მაჩვენებლები ასახულია გაეროს 2018 წლის გლობალურ ანგარიშში ნარკოტიკების შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.