25 ივლისი დილიდან
ეროვნული კინოცენტრი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად განაცხადების მიღებას იწყებს
ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. ეროვნული კინოცენტრი კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს. ფილმების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აგვისტო. შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.
წყარო: პრესრელიზი
ნანი ბრეგვაძეს და ვახტანგ კიკაბიძეს კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელებს გადასცემენ.
ფოტო: InterMedia.ge
The Beatles-ის ყოფილმა სოლისტმა პოლ მაკარტნიმ ბენდის საკულტო ალბომის, Abbey Road-ის გარეკანის გასაცოცხლებლად, ლონდონის ცნობილი ქუჩის გადასასვლელზე ისევ გაიარა.
წყარო: https://youtube.com
მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი აშენდება
ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები.
პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის – “მცხეთის კარიბჭის” საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდება.
წყარო: პრესრელიზი
ორი ოსკარის მფლობელი ჰილარი სუონკი კინოეკრანს ძალიან საინტერესო კინოსურათით უბრუნდება
What They Had – ასე ჰქვია ელიზაბეტ ჩომკოს ფილმს, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებული დედისა და შვილის ურთიერთობას მოგვითხრობს.
წყარო: https://youtube.com
უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარების თარიღად 2019 წლის 6 იანვარი დაასახელა.
ნომინანტებს კი 2018 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადებენ.
წყარო: https://facebook.com
AMC-ის საკულტო სერიალი The Walking Dead მეცხრე სეზონისთვის ემზადება. ახლახან არხმა შოუს ახალი სეზონის პირველი ტიზერი გაავრცელა.
წყარო: https://youtube.com
რობერტ დე ნირო შესაძლოა ხოაკინ ფენიქსს შეუერთდეს ტოდ ფილიპსის ჯოკერის ახალ ფილმში
გავრცელებული ინფორმაციით, დე ნირო შოუს წამყვანის როლს მოირგებს, რომელსაც ჯოკერის გმირის შეშლასა და კრიმინალად ქცევაში დიდი წვლილი მიუძღვის.
წყარო: https://hollywoodreporter.com
ნახეთ საკუთარი თვალით მთვარის დაბნელება, რომელიც ამ საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი იქნება
ძალიან გაგვიმართლა, რადგან ეს მოვლენა საქართველოდან სრულად გამოჩნდება. კარგი ამინდის შემთხვევაში, ყოფილ იპოდრომზე მთვარის დაბნელებაზე დასაკვირვებლად ივენთი მოეწყობა.
წყარო: https://facebook.com
“გულინარია გულეურისგან” – ასე ეწოდება საბავშვო მწერლისა და მთარგმნელის, ვასო გულეურის ახალ წიგნს, რომელსაც ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო წარმოგიდგენთ
ეს არ არის საბავშვო ლექსები ან ზღაპრები, არც თარგმანები. ეს არის სამზარეულოს გზამკვლევი კაცებისთვის. რატომ კაცებისთვის? ამაზე პასუხს წიგნის ანოტაციაში ვნახავთ: კულინარიაზე უამრავი წიგნი გამოდის, მაგრამ რატომღაც, დამკვიდრებული სტერეოტიპით, ეს წიგნები ძირითადად ქალებისთვისაა ხოლმე განკუთვნილი. არადა, სამზარეულო ხომ ისევე თანაბრად ეკუთვნის ქალსაც და კაცსაც, როგორც საძინებელი. ეს წიგნი მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, იმედი მაქვს, მისი გაცნობა ქალებისთვისაც არანაკლებ საინტერესო იქნება. წიგნის პრეზენტაცია 27 ივლისს, 7 საათზე, ნოდარ დუმბაძის ფონდში გაიმართება.
წყარო: https://facebook.com
დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ გიორგი უგულავას გამოფენას „იყო და არა იყო რა…“.
ცნობილი ფრაზა საბავშვო ზღაპრებიდან აჩვენებს ლიდერების ბავშვურ ფანტაზიებს, რომლებიც ქმნიან მითიურ ისტორიებს საზღვრებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყონ სუვერენიტეტის შესახებ მათი მოგონილი ზღაპრების დაცვა. გიორგი უგულავას ორშრიანი ნახატები, რომელთა ერთი შრე მოიცავს დავით გარეჯს, მეორე კი – ბაქოს თანამედროვე ღირშესანიშნაობებს და რეგიონის ისტორიული ლიდერების გამოსახულებებს, განკუთვნილია საზღვრების შესახებ სხვადასხვა ტიპის სიმართლის ინტერპრეტაციისთვის, რომელიც იცვლება ახალი რეჟიმის ზღაპრებთან ერთად. მისი ნამუშევრები გვახსენებენ, რომ საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები ყველგანაა, ეს გლობალური პრობლემაა. და გვეკითხებიან: რა არის ჭეშმარიტება? რა არის სიცრუე? რა არის ფანტაზია და რა – რეალობა?
წყარო: https://facebook.com