fbpx

26 ივლისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

ჩინელებმა ერთ-ერთ ცათამბჯენზე 115-მეტრიანი ჩანჩქერი გააკეთეს

პროექტი სამშენებლო კომპანია Guizhou Ludiya-ს ეკუთვნის, რომელმაც დასახულ მიზანს მიაღწია და ქალაქ გიანგის ცენტრში  რეკორდულად დიდი ხელოვნური ჩანჩქერი შექმნა.

წყარო: https://youtube.com

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა ივანკა ტრამპმა თავისი მოდის ბრენდი დახურა

გადაწყვეტილება ივანკამ თავად მიიღო. ის ერთი წლის წინ კომპანიის მმართველობას გამოეყო და თეთრ სახლში გადავიდა, სადაც დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.

წყარო: https://bbc.co.uk

 

ABC-ის პოპულარული სამედიცინო დრამა “გრეის ანატომია” მე-15 სეზონით 27 სექტემბერს დაბრუნდება

როგორც ცნობილია, შოუს ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი ორსაათიანი იქნება და ბევრი საინტერესო ისტორიის დასაწყისი გახდება.

წყარო: https://eonline.com

 

ვიდეო: ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა. ვიდეოში, რომელიც ბათუმის დელფინარიუმმა გაავრცელა, პატარა სელაპი რამდენიმე წუთის დაბადებულია.

წყარო: https://youtube.com

 

FX-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ სერიალში მთავარ როლებს სემ როკველი და მიშელ უილიამსი შეასრულებენ

სერიალი Fosse 8-ეპიზოდიანი იქნება და ის რეჟისორის, ბობ ფოსისა და   ქორეოგრაფის, გვენ ვერდენის რომანტიკულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

წყარო: https://hollywoodreporter.com

 

აშშ-ის სამი ყოფილი სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი და კოლინ პაუელი – CBS-ის პოლიტიკურ დრამაში, Madam Secretary-ში ითამაშებენ

პოლიტიკოსები შოუს მეხუთე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდებიან, რომელიც ეთერში 7 ოქტომბერს გავა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა თემაზე იქნება ეს კონკრეტული ეპიზოდი.

 

წყარო: https://twitter.com/MadamSecretary

 

შონ პენი Hulu-ს ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სერიალში, The First-ში მთავარ როლს შეასრულებს

სერიალის სიუჟეტი მარსის მისიაში მონაწილე პირველ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც პლანეტაზე გადასახლებას და იქ სიცოცხლის გაგრძელებას აპირებენ. სერიალის პრემიერა 14 სექტემბერს შედგება.

 

წყარო:  https://youtube.com

 

თბილისში ვირტუალური მუზეუმი გაიხსნება

მუზეუმი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება და ის გათვლილი იქნება როგორც ტურისტებზე, ისე ადგილობრივ დამთვალიერებლებზე. ულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, პროექტი უკვე დასრულების ეტაპზეა და ახლა მუზეუმისთვის საჭირო აპარატურას არჩევენ. მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება ექნება მოინახულოს 10 ძეგლი, მათ შორის მუცო, უფლისციხე, ვარძია, ენგურჰესი და ასევე გერგეტის სამება.

წყარო: პრესრელიზი

ფოტო: https://ge.cloudvod.imedi.ge

 

2017-2018 წლების თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ წარდგენილ კანდიდატთა სია ცნობილია.

პრემია „დურუჯი“ წელს საიუბილეოდ – მეათედ გაიცემა. ჟიურიმ, რომლის ვინაობაც ფართო საზოგადოებისთვის დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი, თითოეულ ნომინაციაზე კანდიდატთა მოკლე ნუსხა შეადგინა. გამარჯვებულებს შემოდგომაზე დააჯილდოებენ,  ცერემონია ტრადიციულად ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართება. „დურუჯი 2017-2018“ საიუბილეო დაჯილდოება გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 12 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი კაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო სცენოგრაფი (მხატვარი) – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს.
რაც შეეხება ნომინანტთა სიას, ჟიურის გადაწყვეტილებით, ის ესე გამოიყურება:

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი – „წერილი ჯერალდინას“ – ელენე მაცხონაშვილი

თბილისის სამეფო უბნის თეატრი – „დემონები“ – მიხეილ ჩარკვიანი

თბილისის სამეფო უბნის თეატრი – „ჩვენი კლასი“ – თემურ ჩხეიძე

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი – „ნავიგატორი“ – ლაშა ბუღაძე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – „ედიტ პიაფი“ – ნინო სადღობელაშვილი

საუკეთესო სცენოგრაფი (მხატვარი)

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი – „ანტიგონე“- სერგეი შივცი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი – „წერილი ჯერალდინას“ – ვახტანგ ქორიძე, ელენე მაცხონაშვილი

საუკეთესო მსახიობი კაცი

სამეფო უბნის თეატრი – „დემონები“ – კახა კინწურაშვილი

სამეფო უბნის თეატრი – „დემონები“ – თორნიკე გოგრიჭიანი

სამეფო უბნის თეატრი – „მარიონეტების ცხოვრებიდან“ – თორნიკე გოგრიჭიანი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი“ – დათო ჯაყელი

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი – „შეშლილის წერილები“ – ანდრია ვაჭრიძე

საუკეთესო მსახიობი ქალი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი“ – მეგი კობალაძე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – „ედიტ პიაფი“ – მაია ცეცხლაძე

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – „მკვდარი ქალაქები“ – ნიარა ჭიჭინაძე

სამეფო უბნის თეატრი – „დემონები“ – ქეთა შათირიშვილი

სამეფო უბნის თეატრი – „ჩვენი კლასი“ – ნატალია გაბისონია

 

წყარო: პრესრელიზი

ფოტო: http://fortuna.ge

 

მეცნიერებმა მარსზე წყალი აღმოაჩინეს

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ პლანეტის სამხრეთ ნაწილში, ყინულის საფარის ქვეშ დაახლოებით 20 კმ სიგრძის ტბაა. აღმოჩენას სარადარო ინსტრუმენტს, Marsis-ს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც Mars Express-ის ორბიტალურ აპარატზეა მიმაგრებული. ამ ეტაპზე უცნობია, წყლის რა მასშტაბებზეა საუბარი, თუმცა მკვლევრების გუნდის ვარაუდით, ტბა მინიმუმ ერთი მეტრი სიღრმის მაინც არის.

წყარო: https://space.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.