fbpx

„ბორჯომის“ ახალი ვებ-რესურსი აქტიური ზაფხულის გასატარებლად


გააზიარე სტატია

 

ალბათ ყველა  ადამიანს, ვისაც არასდროს უცდია, თუმცა ერთხელ მაინც უნახავს ჯომარდობის, კლდეზე ცოცვის, პარაპლანით ფრენის, წყლის თხილამურებზე დგომის ანდა სხვა ექსტრემალური კადრები, დაფიქრებულა: ჩემი დროც ხომ არ  დადგა? იქნებ გავრისკო?

დიახ, სწორედ ახალი გამოცდილებების მიღების დროა! ყველას, ვინც თბილისში ატარებთ ცხელ ზაფხულს, ან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს სტუმრობთ, გირჩევთ  აქტიური ცხოვრების წესს მისდიოთ. ზაფხული ხომ წელიწადის ის დროა, როდესაც შეგვიძლია ბევრი ახალი, აქამდე უცნობი ადგილი მოვინახულოთ, ანდა უკვე  კარგად ნაცნობი მხარეების განსხვავებული, ალტერნატიული შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ.

 

ფოტო: rltravel.ge

იმისათვის, რომ აქტიური ცხოვრების წესის სასურველი მიმართულება შეარჩიოთ, შეგიძლიათ უბრალოდ  „დაგუგლოთ“ და საჭირო ინფორმაცია თქვენ თვალწინ გაიშლება. თუმცა, ინტერნეტში ქაოსურად მიმოფანტული შეთავაზებები ხშირად გვაბნევს და სწორი არჩევანის გაკეთებაში ხელს გვიშლის.

გაცილებით ამარტივებს საქმეს ერთ სივრცეში თავმოყრილი, სისტემურად დალაგებული ინფორმაცია, რომელიც  აქტიური ცხოვრებისა და შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხულის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. კომპანია „ბორჯომის“ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი http://active.borjomi.com სწორედ ასეთი მეგზური-რესურსია. ამ გვერდზე დასვენების ყველა ის მიმართულებაა მოცემული, რომელიც ზაფხულის დღეებს ხალისითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებით შეავსებს.  

 

„ბორჯომი“ საკუთარი ბრენდის განვითარებას აქტიური ზაფხულის კონცეფციას უსადაგებს   და ქილის ახალ დიზაინს, ვებრესურსსა თუ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს სწორედ შინაარსიანი დასვენების  პოპულარიზაციას უკავშირებს


რადგან რჩევებზე მიდგა საქმე,  ერთ კონკრეტულ ადგილს გამოვარჩევთ და ყველასათვის კარგად ნაცნობ ყაზბეგში დასვენების ალტერნატიულ  ვერსიას შემოგთავაზებთ: გერგეთის სამების, დარიალის ხეობის, გველეთის ჩანჩქერისა და ულამაზესი სოფელი ცდოს მონახულებასთან ერთად, გირჩევთ სოფელ არშაში სცადოთ კლდეზე ცოცვა. აქ აუცილებლად დაგჭირდებათ პროფესიონალი გიდების კონსულტაცია, რომლებიც სპეციალურ ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებენ. სპორტის ეს სახეობა  დამწყებებთათვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. დაიმახსოვრეთ, ცოცვა ყველას შეუძლია!

 

ფოტო: climbinggeorgia.wordpress.com

იმისათვის, რომ ზაფხულის დღეებში დადებითი ენერგიით აივსოთ და აქტიური ცხოვრების წესს მისდიოთ, სულაც არ არის აუცილებელი შორს გამგზავრება.  დედაქალაქის სტუმრებისათვის და მათთვის, ვინც ცხელ ზაფხულს ქალაქიდან გასვლა ვერ მოახერხა, თბილისსა და მის შემოგარენში ბევრი საინტერესო გასართობი არსებობს: ჯომარდობის, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები, მთის ველოსიპედისათვის განკუთვნილი ბილიკები ბუნების წიაღში – ეს ის არასრული ჩამონათვალია, თბილისის ცხელი ზაფხულის აქტიურად გატარებაში რომ დაგეხმარებათ. თბილისის ზღვის მონახულების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ წყლის თხილამურებზე დგომა, გაისეირნოთ ნავით, კატამარანით ანდა აფროსნობა შეისწავლოთ.

 

ფოტო: თბილისის ზღვის კლუბი

იმოგზაურეთ – გაიცანით ახალი ადგილები, ხელახლა აღმოაჩინეთ კარგად ნაცნობი მხარეები და გაატარეთ ზაფხული აქტიურად!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.