27 ივლისი – დილიდან

დავით ფირცხალავას ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში უკვე მეორედ მოხვდა.
სულ რამდენიმე დღეში შვეიცარიაში ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება, სადაც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის – დავით ფირცხალავას ფილმის მსოფლიო პრემიერა უკვე მეორედ გაიმართება. დავით ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალზე პირველად 2015 წელს წარსდგა მისი სადებიუტო ნამუშევრით “მამა”. ფილმი სექციაში Pardi di domani იყო ნაჩვენები და ფესტივალის ჯილდო “ოქროს ლეოპარდი” მოიპოვა. 3 წლის შემდეგ, დავით ფირცხალავა ლოკარნოში ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმით “საშლელი” ბრუნდება, რომელიც ადრინდელის მსგავსად, კვლავ საკონკურსო სექციაში Pardi di domani იქნება წარმოდგენილი.

წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/1568
2 დღეს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იქნება.
27 ივლისს მთვარის დაბნელებაა. NASA-ს ცნობით, ეს იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება. ადამიანების ნაწილი მასზე დაკვირვებას 1 საათსა და 43 წუთსაც შეძლებს. მთვარის სრული დაბნელების ფაზა გრინვიჩის დროით 20:21 საათზე (თბილისის დროით 00:21 სთ) დაიწყება.

კოლინ ჰიჯინსის საკულტო ამერიკული კომედია, 9 to 5 კინოეკრანზე მეორე ნაწილით დაბრუნდება.
ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა მსახიობმა ჯეინ ფონდამ. 9 to 5 კინოეკრანზე 1980 წელს გამოვიდა მასში მთვარ როლებს ლეგენდარული მსახიობები ჯეინ ფონდა, ლილი ტომლინი და დოლი პარტონი ასრულებდნენ.

მსახიობი, ნატალი პორტმანი ახალ ფილმში, Pale Blue Dot ასტრონავტის როლს შეასრულებს.
ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და ის ლიზა მარი ნოვაკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რამდენიმე წლით, კოსმოსში მისიის შესასრულებლად წავა. მსახიობმა ინსტაგრამზე ფილმის პირველი ფოტო გამოაქვეყნა:

Game Of Thrones ფინალური, მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლის პირველ ნახევარში შედგება.
ინფორმაცია ამის შესახებ HBO-ს პროგრამების განყოფილების პრეზიდენტმა, ქეისი ბლოსმა დაადასტურა.

ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრი ამსტერდამში ქართული დიასპორისთვის სპექტაკლებს გამართავს.
ზუგდიდის თეატრით ქართული კულტურის ცენტრი დაინტერესდა. გასტროლებისთვის ორი წარმოდგენა შეირჩა – ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული “დაბრუნება” და მონოსპექტაკლი “დამსჯელი 14”.

წყარო: პრესრელიზი
ბონი და კლაიდის ვარსკვლავი, 77 წლის ფეი დანაუეი გუჩის ჩანთების ახალი ხაზის სახე გახდა.
Doctor Who-ს ვარსკვლავი დევიდ ტენანტი და ოქროს გლობუსის მფლობელი ჯენიფერ გარნერი HBO-ს ახალ სერიალში, Camping, მთავარ როლებს შეასრულებენ.
ენტონი ჰოპკინსის გარდა, ირაკლი კვირიკაძესთან ერთად ახალ ფილმში The Handmaid’s Tale-ის მსახიობს, კამილა როუსაც ვიხილავთ.

ფილმ მძევლების ვარსკვლავი ირაკლი კვირიკაძე ლეგენდარულ ენტონი ჰოპკინსთან ერთად დანტე სპინოტის ფილმ Now is Everything-ში ითამაშებს. კიდევ 2 ქართველია დაკავებული – მოდელი ელენე მახარაშვილი ეპიზოდურ როლში გამოჩნდება, ფილმის მხატვრულ მხარეს კი ლაშა ზამბახიძე ხელმძღვანელობს. სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის. ენტონი ჰიპკინსის გარდა, ფილმში ვიხილავთ Hulu-ს ძალიან რეიტინგული და წარმატებული სერიალის, The Handmaid’s Tale-ის მსახიობს, კამილა როუს.
წყარო: https://deadline.com

