fbpx

ხშირად დასმული კითხვები – კანონმდებლობა მარიხუანასთან დაკავშირებით


გააზიარე სტატია

 

მარიხუანა ლეგალური გახდა?

მარიხუანას მოწევა გახდა ლეგალური, განსხვავებული რამეებია.

 

ანუ რომ ნახონ რომ ვეწევი ვერაფერს მიზამენ?

კი ვერაფერს გიზამენ, ვერც ორგანიზმში თუ აღმოგიჩინეს მაშინ.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როცა “ფაქტი” აღმოგიჩინეს, ანუ შეძენა-შენახვას გედავებიან, აქ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დაგეკისრება 70 გრამამდე ოდენობაზე, წიქარიშვილის მერე და მერე შანიძის გადაწყვეტილებით.

ასევე ვერ დაგეკისრება პასუხისმგებლობა ვერც ერთ ოდენობაზე (თუ პირადი მოხმარების მიზნითაა) კულტივირების გამო – გვიანიძის გადაწყვეტილებით, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მაგალითად მცირე ოდენობის კულტივირების გამო.

 

ანუ მარიხუანას ერთი ჩაყრა რომ ვატარო ჯიბით, არ დავისჯები?

სისხლით არაა დასჯადი, მაგრამ 500 ლარით დაჯარიმდები ადმინისტრაციული წესით. თუმცა თუ მოასწარი და გაუკიდე “ჯოინთს” ვეღარ დაჯარიმდები.

 

ანუ ეს გადაწყვეტილება შენახვას არანაირი ფორმით და რაოდენობით არ ეხება?

კი, ადმინისტრაციული სასჯელი მხოლოდ მოხმარებაზეა გაუქმებული ამ გადაწყვეტილებით.

 

 ანუ დავთესავ, დავკრიფავ და მოვწევ რამდენსაც მინდა, ნებისმიერი ოდენობით?

არა, ეგრე მარტივად არაა. რადგან კონკრეტულ საქმეებზე კონკრეტული ოდენობები აქვს მითითებული საკონსტიტუციოს, ოდენობების მიხედვით განისაზღვრება, პირადი მოხმარებისთვის გინდა თუ გასაღებისთვის, პრეზუმფციის ამბებია და ცოტა რთული გასაგებია, ამიტომ მარტივად გეტყვი:

როცა დათესავ – უნდა წონო სულ ნედლი მარიხუანა (მთელი მცენარე არა, ფოთლები) და იქამდე შეგიძლია გქონდეს სანამ 266 გრამს არ მიაღწევს.

ხოლო ერთ მოსავალზე 100 გრამი ნედლი ფოთლის მოკრეფა შეგიძლია, ხოლო გაშრობის მერე 70 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

 

ანუ შემიძლია 266 გრამამდე გავახარო, შემდეგ კი თითო დაკრეფაზე მაქსიმუმ 100 გრამი დავკრიფო და ყოველი დაკრეფილი მაქსიმუმ 70 გრამამდე გამოვაშრო?

კი ბატონო, ეგრეა.

 

მარიხუანას გასაღება კვლავ დასჯადია?

კი, 6-დან 11 წლამდეა. ასე რომ მეგობარს “ჯოინთს” ვერ გაუწოდებ.

 

თუ მოხმარება ლეგალურია, რა მოხდება გაზრდაზე და გაყიდვაზე?

ზოგადად, იურიდიული ლოგიკა რაიმეს აკრძალვის უკან ასეთია ხოლმე. მიზანი არის ხოლმე, რომ ადამიანმა რაიმე ნივთიერება არ მოიხმაროს. ამის გამო ჩნდება დამატებითი შეზღუდვები, რათა ადამიანამდე ეს ნივთიერება არ მივიდეს. სწორედ ამიტომ ჩნდება კანონში “კულტივაციის” ან “გასაღების” “შეძენა/შენახვის” აკრძალვები. თუ კანონთა ასეთ პაკეტს გამოვაცლით საფუძველს – ადამიანის მიერ ან ნივთიერების მოხმარება თუ აღარაა დასჯადი ქმედება, მაშინ იურიდიული აზრი ეკარგება ყველა დანარჩენ აკრძალვასაც – გაზრდაზე, შენახვაზე და გასაღებაზე. ამ გადაწყვეტიელბის შემდეგ ყველა ადამიანს, რომელსაც დააკავებენ შეძენისთვის, შენახვისთვის ან თუნდაც გასაღებისთვის, შეუძლია თავისი საქმე წაიღოს საკონსტიტუციოში, სადაც ამ საქმეს 99%-იანი ალბათობით მოიგებს

 

ავტორები: ეფენდი ანკოსი და საბა ბრაჭველი


რეკომენდებული სტატიები
მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში
ბოლო თვეებია სოციალურ ქსელებში არაერთი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც კანაფის „გროუერებს“ თუ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.