fbpx

Apple დღეიდან მსოფლიოში პირველი ტრილიონ დოლარიანი კომპანიაა


გააზიარე სტატია

1976 წელს სტივ ჯობსის და სტივ ვოზნიაკის მიერ ავტოფარეხში დაარსებული კომპანია ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში ისტორიული წარმატების ავტორი გახდა.

ოთხშაბათს საღამოს, მას შემდეგ რაც თითო აქციის ფასმა 207.05$-მდე აიწია, სამომხმარებლო ელექტრონიკის და მასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ამერიკული გიგანტი გახდა პირველი კომპანია ისტორიაში, რომლის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

წარმატების დასაბამი ისეთი ინოვაციური პროდუქტების გაჩენა გახლდა როგორიც არის ; IMac, IPod, IPad და განსაკუთრებით IPhone.

ტრილიონიან ზღვართან ახლოსაა ასევე უმსხვილესი ამერიკული კომპანია amazon.com.

ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების Top 10 დღეისათვის ასე გამოიყურება:

Apple 1 Trillion
Amazon.com 777.8B
Alphabet 766.4B
Microsoft 750.6B
Facebook 541.5B
Alibaba 499.4B
Berkshire Hathaway 491.9B
Tencent Holdings 491.3B
JPMorgan Chase 387.7B
ExxonMobil 344.1B


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.