დღის ფოტო: საზეიმო ტრაპეზი მთაწმინდაზე
გააზიარე სტატია
დღევანდელი „დღის ფოტო“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის ანგელოზის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზზეა გადაღებული.
„საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ელია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო და უწმინდესსა და უნეტარესს ანგელოზის დღე პირადად მიულოცა.“ – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.
ფოტოს ავტორის ვინაობა ამ ეტაპზე AT.ge-ს რედაქციისთვის უცნობია.