fbpx

სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“


გააზიარე სტატია

Tinder, Bumble, Match, Grindr, Happn – ყველაზე ცნობილი გასაცნობი აპლიკაციებია. თუმცა, ეპების ბაზარზე არსებულ უამრავ პროგრამას შორის შეგხვდებათ ისეთი სერვისებიც, რომლებიც ბევრი პლიუსის მიუხედავად ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ ცნობილი, თუმცა კი ნამდვილად იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებას:

1. Hinge


აპლიკაციის პლუსები:

  • მომხმარებელი ხშირად იბნევა, როდესაც საკუთარი გვერდის შექმნისას ხვდება სექცია – „ჩემ შესახებ“. რა ინფორმაციის გასაჯაროვება ღირს სიმპათიის დამსახურებისა და თანამოაზრის პოვნისთვის? Hinge მომხმარებელს სპეციალურ შეკითხვებს უსვამს, პიროვნების საინტერესოდ წარმოჩენისათვის.
    აპლიკაციაში სურათების გარდა, პროფილზე ვიდეოების გამოქვეყნებაცაა შესაძლებელი.
  • Hinge-ში „მოწონების“ ღილაკი ბევრ საშუალებას იძლევა. სურათების გარდა, შესაძლებელია მოიწონო პროფილზე ციტატა ან ხუმრობა, სურვილისამებრ კი გააგზავნო პირადი შეტყობინება კონკრეტულ მონაკვეთთან დაკავშირებით.

აპლიკაციის მინუსები:

  • შესაძლოა მინუსად მომხმარებლების პასიურობა ჩაითვალოს, თუმცა ეს დიდი ალბათობით შესაძლოა თქვენი მინუსი იყოს და არა აპლიკაციის.

2. Coffee meets Bagel


აპლიკაციის პლუსები:

  • აპლიკაცია იძლევა საშუალებას, გამოაქვეყნო ორი სურათი ერთდროულად და მნახველები თავად შეაფასებენ, რომელი სურათი სჯობს.
  • პროფილზე ასევე შესაძლებელია მრავალფეროვანი ინფორმაციის გამოქვეყნება. რაც მთავარია, აპლიკაციას აქვს სპეციალური ფილტრი, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გაარკვიო არამხოლოდ ასაკი და დისტანცია ადამიანამდე, არამედ იპოვო საერთო ინტერესები.

აპლიკაციის მინუსები:

  • აპლიკაციაში მოქმედებს პრინციპი – გადაიხადე და ითამაშე. ყველა მომხმარებელს ეძლევა შეზღუდული რაოდენობის „ყავის მარცვლები“, რომლებიც საჭიროა სხვისი სურათის მოწონებისა თუ სხვა ქმედებისთვის. მათ გარეშე აპლიკაციას ხიბლი ეკარგება. თუკი თქვენ არ შეიძენთ ბევრ „მარცვალს“, მოგიწევთ იყოთ უფრო ეკონომიური და ფრთხილად აირჩიოთ პოტენციური პარტნიორი, რის გამოც შესაძლოა ბევრ საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის სიამოვნება დაკარგოთ.

3. Glint


აპლიკაციის პლუსები:

  • აპლიკაციას აქვს სპეციალური მინი-თამაშები, რომლის საშუალებითაც მარტივად, დაძაბულობის გარეშე გაიცნობ ადამიანს. არ არის საჭირო ბევრი ფიქრი პირველ ხუმრობასა თუ კომპლიმენტზე, ერთობლივი თამაში თავისთავად დაგაახლოებთ.
  • ამავდროულად, Glint-ს აქვს მოსახერხებელი „ინტერფეისი“.

რა არ მომწონს:

  • ამ აპლიკაციას, როგორც ჩანს, არც ისე ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ცხადია, ეს მნიშვნელოვანი მინუსია, რომელიც ამცირებს მეორე ნახევრის პოვნის ალბათობას. ამ აპლიკაციის უზარმაზარი პოტენციალის ფონზე, მომხმარებლის რაოდენობის სიმცირე გაკვირვებას იწვევს.

ურთიერთობა და „მეორე ნახევარის“ პოვნა არასდროს იქნება მარტივი. იმედია, ეს აპლიკაციები დაგეხმარებათ და მცირედით მაინც გაგიადვილებთ ამ პროცესს.

აქ კი შეგიძლიათ გადახედოთ, თუ რომელ გაცნობის აპლიკაციებს ანიჭებენ უპირატესობას მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებში.

წყარო: theodysseyonline.com, sensortower.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.