fbpx

ანტიკური რომის მოდელი, რომელიც მუსოლინის დავალებით შეიქმნა


გააზიარე სტატია

 

ანტიკური რომის გასაოცარი, 17X17 მეტრი სიდიდისა და 1:250 მასშტაბის მაკეტი რომში, ეურის (EUR) საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს. მას ისე მოიხსენიებენ, როგორც  Plastico di Roma Imperiale  და მისი შექმნა მუსოლინის დავალებით 1933 წელს დაიწყო.

კონსტანტინე I-ის მმართველობის დროინდელი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნის რომის მაკეტის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი რომაული ცივილიზაციის მუზეუმია, რომელიც 1930 წელს ანტიკური რომის ისტორიის დემონსტრირებისთვის გაიხსნა.

თაბაშირის მოდელი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია და მის შექმნაზე არქეოლოგი იტალო გიზმონდი 35 წლის განმავლობაში მუშაობდა. მაკეტის ძირითადი ნაწილი, რომელიც  როდოლფო ლანჩინის 1901 წელს გამოცემული რუკის,  “ფორმა ურბისის” მიხედვით შეიქმნა, თავდაპირველად აუგუსტუსის გარდაცვალებიდან 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენისთვის მოამზადეს. 1950 წლებში მას პერმანენტულად აჩვენებდნენ რომაული ცივილიზაციის მუზეუმში, ხოლო გიზმონდიმ მოდელის სრულყოფამდე მიყვანა 1971 წლამდე გააგრძელა.

დღეისათვის მაკეტი ანტიკური რომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშად არის მიჩნეული. პანთეონის და კოლიზეუმის შექმნის დროს გიზმონდი დეტალური რუკებით ხელმძღვანელობდა. საცხოვრებელი სახლები და სხვა ადგილები, რომელთა ნარჩენები აღმოჩენილი არ იყო, იმდროინდელი სტილის შესაბამისად აღადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ მაკეტის შექმნა მუსოლინის დავალებით დაიწყო, ნიმუშების ნაკლებობა სწორედ მისი ბრალი იყო, ვინაიდან მისივე ბრძანებით დაიწყო  ძველი რომაული სახლების დემონტაჟი დიდი მაგისტრალების მშენებლობის მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, Via dei Fori Imperiali, რომელსაც კოლიზეუმამდე მივყავართ.

 

 

“მოდელმა ფაშისტურ მოდერნიზმს ერთი შეხედვით იმპერიული წარმომავლობა მიანიჭა”, – წერს ოსლოს არქიტექტურისა და დიზაინის უნივერსიტეტის არქიტექტურის ისტორიის პროფესორი ვიქტორ ჩუდი. “მან აგრეთვე მოახდინა ქალაქის დაგეგმარებისა და ბრუტალური ცვლილებების ლეგიტიმაცია და წახალისება.”

მიუხედავად პროპაგანდის თავდაპირველი ამოცანისა, “პლასტიკო” დღემდე იზიდავს სკოლის მოწაფეებსა და ტურისტებს, რომლებიც მაკეტს საგანმანათლებლო ხელსაწყოდ იყენებენ. მაკეტი აჩვენებს, თუ როგორ იყო განთავსებული დღევანდელი ნანგრევები ქალაქის კონტექსტში.

“პლასტიკოს” მასშტაბები და დეტალები კინოინდუსტრიაშიც არაერთხელ  გამოიყენეს. რიდლი სკოტის ცნობილი ფილმის, “გლადიატორის” რამდენიმე კადრში სწორად „პლასტიკო“ ფიგურირებს.



 

წყარო: https://mymodernmet.com/
ფოტოები: Jean-Pierre Dalbéra


რეკომენდებული სტატიები
ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი
გაგაცნობთ 10 ევროპული ქალაქის ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ევროპის ზამთრის სამოგზაურო რეკომენდაციებში. თითოეული დანიშნულების ადგილის პოპულარობის მიზეზს კი მათი აღწერებიდან შეიტყობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.