ლეგენდარული მომღერალი, არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა
გააზიარე სტატია
სოულის დედოფალი, მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ის დეტროიტში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
13 აგვისტოს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ოჯახის წევრებმა საზოგადოებას თხოვნით მიმართეს არეტასთვის ელოცათ. 2010 წელს ფრანკლინს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საზოგადოების წინაშე ბოლოს ის 2017 წლის ნოემბერში გამოჩნდა.