24 აგვისტო დილიდან
საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ვერდის საერთაშორისო ფესტივალს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უფლება ეძლევა ოფიციალურად ჩაატაროს ვერდის ფესტივალი, რომლის სრული ლიცენზია მხოლოდ პარმის ოპერის თეატრს აქვს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებს პარმაში – ვერდის ფესტივალზე.
წყარო: https://www.facebook.com/
24-26 აგვისტოს ფრანკფურტის RIVER BANK-ის ფესტივალზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი
სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია კონცერტები, რომელშიც მონაწილეობენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები: ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE, ანსამბლი “ირიაო“, KORDZ / Zagareli & Strings, ლუკა ნაკაშიძე და მიშო ურუშაძე, ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი; ასევე ბავშვთა ანსამბლი „პატარა გეორგიკა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლაპრები“. სანახაობრივ ელემენტებს კი პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.
წყარო: http://www.mes.gov.ge/
26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბათუმსა და თბილისში კლასიკური მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართება
“ღამის სერენადებში” საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. ფესტივალი წელს მე-10 საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. “ღამის სერენადები” 1982 წელს აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და 2009 წელს ქალაქ ბათუმში განახლდა.
წყარო: http://agenda.ge/
Amazon Studio-მ თავისი ახალი პროექტის, ფილმ Suspiria-ს პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა
We love how excited you are for @suspiriamovie, so we’re bringing it to NY and LA one week early. Also, TRAILER. pic.twitter.com/mMr1NRnrsS
— Amazon Studios (@AmazonStudios) August 23, 2018
ახალი ფილმი 1977 წლის ამავე დასახელების ცნობილი კინოსურათის რიმეიქია. მისტიკური საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი საყოველთაოდ აღიარებული ქორეოგრაფიული სკოლის ირგვლივ ვითარდება. მოქმედების ცენტრში ახალგაზრდა პერსპექტიული მოცეკვავე ქალი, მთავარი ქორეოგრაფი და მელანქოლიური ფსიქოთერაპევტი არიან, რომლებსაც ბოროტი ძალები დაეუფლებიან. ფილმში მთავარ როლს დაკოტა ჯონსონი და ტილდა სუინტონი ასრულებენ. კინოსურათის რეჟისორი ლუკა გუადანინოა. Suspiria-ს პირველად ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენებენ, ხოლო მისი საჯარო პრემიერა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს შედგება. აღსანიშნავია, რომ Suspiria-ს მუსიკალური გაფორმება Radiohead-ის ფრონტმენს, ტომ იორკს ეკუთვნის.
წყარო: https://variety.com/2018
ცნობილი ამერიკული სატელევიზიო სერიალი Big Bang Theory სრულდება
ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა ოფიციალურად გაავრცელა. სერიალი თავის ისტორიას მე-12 სეზონით დაასრულებს, რომლის პრემიერა CBS-ზე 24 სექტემბერს შედგება. Big Bang Theory ეთერში პირველად 2007 წელს გავიდა და მაყურებელმა სულ 279 სერია იხილა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
ჯონ ლენონის 1971 წლის ალბომს – Imagine-ს ხელახლა გამოუშვებენ
მასშტაბური პროექტი არა მხოლოდ ძველ ალბომში შესულ კომპოზიციებს, არამედ მუსიკოსის სხვა სიმღერებს, დემოებს, ჩანაწერებს და სხვადასხვა აუდიო დოკუმენტურ მასალასაც გააერთიანებს.
მსახიობი ბენ აფლეკი ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო კვლავ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა
2001 და 2017 წლის შემდეგ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა მსახიობმა სპეციალურ დაწესებულებას მიმართა. როგორც პაპარაცმა დააფიქსირა, ბენ აფლეკი დაწესებულებაში ყოფილმა ცოლმა ჯენიფერ გარნერმა გადაიყვანა.
წყარო:https://people.com
ინტერნეტში საკულტო ამერიკული ანიმაციური სერიალის – Rick and Morty-ის მე-4 სეზონის თიზერი გავცელდა
#RickandMorty pic.twitter.com/YDbPxjZVMg
— Rick and Morty (@RickandMorty) August 21, 2018
15-წამიან ვიდეოში ანიმაციის მთავარი გმირები ანიმეს სუპერგმირებად ტრანსფორმირდებიან. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლოს-ანჯელესში დაგეგმილ Edult Swim Festval-ის სტუმრებს Rick and Morty-ის თემატური პერფორმანსი ელოდებათ. ფესტივალი მიმდინარე წლის 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: https://www.cnet.com
ცნობილმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია IBM-მა ახალი ტექნოლოგია დააპატენტა
საქმე დრონების მეშვეობით ყავის მიტანის სერვისს ეხება. ახალი პროექტი კონცეპტუალურად იმაზე საინტერესო, ხოლო ტექნოლოგიურად იმაზე კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს – სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილმა დრონებმა უნდა ამოიცნონ ადამიანები, რომლებიც დაღლილები არიან და ამის შემდეგ მათ ყავით გაუმასპინძლდნენ. IBM-ის წარმომადგენლები პროექტზე მუშაობის ვადებს არ აკონკრეტებენ.
წყარო: https://www.bbc.com