fbpx

დილიდან 27 აგვისტო


გააზიარე სტატია

რეჟისორ რატი წითელაძის დოკუმენტური ფილმი „სოციუმის პატიმარი“ დანიაში ყველაზე ძველ და მნიშვნელოვან კინოფესტივალზე, Odense International Film Festival-ზე სამ მთავარ საკონკურსო პროგრამაში შეარჩიეს ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ფესტივალი 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დანიის ქალაქ ოდენსეში გაიმართება.  „სოციუმის პატიმარი” პიროვნულ თავისუფლებასა და საზოგადოებრივ წნეხზე ამახვილებს ყურადღებას. ფილმის მთავარი გმირი ტრანსგენდერი ქალი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

15 სექტემბერს, ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, მსმენელის წინაშე წარსდგებიან  მსოფლიო ვარსკვლავი – პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით

მუსიკის მოყვარულები ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით სერგეი რახმანინოვის კონცერტს მოისმენენ,  ხოლო თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით  მოდესტ მუსორგსის საფორტეპიანო შედევრის, „სურათები გამოფენიდან“ საორკესტრო ვერსიას შეასრულებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

25 აგვისტოს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ინოვაციური არტ პროექტის –  Project ArtBeat-ის ფარგლებში, თბილისსა და ლონდონში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, მაია ნავერიანის გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა სახელწოდებით “Gone Here Today Tomorrow – მეჩდე ამჩუ ლადი მ’ხაარ” მიმდინარე წლის 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და ავტორი ნილ საიმონი გუშინ, 26 აგვისტოს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნილ საიმონის შემოქმედება 30-მდე პიესას და დაახლოებით ამდენივე ფილმის სცენარს ითვლის. მას კომედიური ჟანრის სცენარების მეფედ მოიხსენიებენ. სწორედ საიმონს ეკუთვნის ისეთი ცნობილი პროექტების სცენარები, როგორებიცაა 1970 წლის სატელევიზიო სერიალი The Odd Couple და 1967 წლის რომანტიკული კომედია Barefoot in the Park. აღსანიშნავია, რომ ნილ საიმონი პრესტიჟული ამერიკული ჯილდოს, The Pulitzer Prize-ის მფლობელია. სცენარისტ ნილ საიმონის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ფილტვების ანთება სახელდება.

წყარო: https://variety.com

 

დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ დევიდ ლინჩთან და მის შვილთან – ოსტინ ლინჩთან ერთად ახალ პროექტზე იმუშავა

 

Curtain’s Up – ასე ჰქვია ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმს, სადაც დევიდ ლინჩი ფილმის გადაღებისა და ტრანსცენდენტალური მედიტაციის კავშირზე მოუთხრობს მაყურებელს.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყოფნისას რეჟისორი დევიდ ლინჩი ოფიციალურ შეხვედრაზე  აუდიტორიას სწორედ ტრანსცენდეტალურ მედიტაციაზე ესაუბრა. რეჟისორი თბილისს 2017 წლის ნოემბერში ეწვია.

წყარო: https://www.nowness.com

 

ინტერნეტში ჯულია რობერტსის მონაწილეობით ახალი დრამის,  Ben Is Back-ის პირველი ოფიციალური თიზერი გავრცელდა

სიუჟეტის გმირი ახალგაზრდა მამაკაცი ბენია, რომელსაც არალეგალურ ძლიერ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს. ის მოულოდნელად სახლში ბრუნდება და დედას ხვდება. ბენის როლს 21 წლის ამერიკელი მსახიობი ლუკას ჰეჯესი ასრულებს.  ფილმის პრემიერა 2018 წლის 7 დეკემბერს არის დაანონსებული

https://people.com/

 

გარდაცვლილი მუსიკოსის, Prince-ის ოჯახი არტისტის ექიმს სასამართლოში უჩივის

ოჯახის წევრების მტკიცებით, მან  ოპიოიდებზე დამოკიდებულ პაციენტს შესაბამისად არ უმკურნალა. “ის შეცდა დიაგნოზის დასმისას და არასწორად უმკურნალა პრინცს, რომელიც ოპიოიდებზე იყო დამოკიდებული, მოგვიანებით კი ვერ შეძლო პროგნოზირებადი ფატალური შედეგის თავიდან აცილება.” – აღნიშნულია არტისტის ოჯახის სარჩელში.

Prince 2016 წელს,  57 წლის ასაკში ფენტალინის ზედოზირებით გარდაიცვალა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ამერიკულმა როკ-ბენდმა The Killers-მა კომპოზიციაზე Wonderful Wonderful ოფიციალური ვიდეო გამოაქვეყნა.

სიმღერა ბენდის ამ დროისათვის ბოლო, 2017 წლის ამავე დასახელების ალბომიდანაა. 

წყარო: https://www.readdork.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.