fbpx

5 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 13-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება  

ფესტივალის მეცხრე გამოშვება გამოფენების და ფოტოჩვენებების სერიას და  ცენტრალურ ღონისძიებას – “ფოტოგრაფიის ღამეს“ აერთიანებს. 2018 წელს TBILISI PHOTO FESTIVAL-ის  პროგრამაში 300-ზე მეტი თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები მთელი მსოფლიოდან. თბილისის ფოტო ფესტივალი ინარჩუნებს კავკასიის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფიული ღონისძიების სტატუსს და მეცხრე გამოშვების ფარგლებშიც განაგრძობს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ფოტო სააგენტოებთან და არტისტებთან.

 13 სექტემბერს თბილისის ფოტო ფესტივალი მასშტაბური მულტიმედიური პროექტით გაიხსნება. “…და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“ ვიდეოს, ფოტოგრაფიას და ტექსტებს აერთიანებს სივრცით ინსტალაცია-გამოფენაში.

მულტიმედიური პროექტის წამყვანი არტისტია ფოტო ფესტივალის საპატიო სტუმარი, ცნობილი ფრანგი ვიდეო არტისტი კრისტიან ბარანი, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმებზე მრავალეკრანიანი ინსტალაციებით იფინება და თანამედროვე ვიდეო არტის სცენაზე “რეალისტური პოეზიის“  სტილის ოსტატად არის აღიარებული.

პროექტის მთავარი ელემენტია 2018 წლის აგვისტოში სპეციალურად ფესტივალისთვის მთელ საოკუპაციო ზოლზე კრისტიან ბარანის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მრავალეკრანიანი ინსტალაცია. პროექტი ასევე მსოფლიოს 10 წამყვანი დოკუმენტური და ომის ფოტოგრაფის ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა შექმნეს. 

 

იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტაიფუნი დაატყდა

Image result for Japan's strongest typhoon in 25 years kills at least six

ქვეყნის ხელისუფლებამ ევაკუაციის შესახებ მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იაპონიის დასავლეთით სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. ტაიფუნის გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

Oasis-ისა და The Jam-ის ყოფილმა წევრებმა – ნოელ გალაგერმა და პოლ ველერმა ბითლზის უკვდავი ჰიტი All You Need Is Love შეასრულეს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

What They Had – ასე ჰქვია ელიზაბეტ ჩომკოს ფილმს, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებული დედისა და შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს

ფილმში მთავარ როლს ჰილარი სუონკი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ლიტერატურული შეხვედრების სეზონს გამორჩეულ მთარგმნელთან – ლანა კალანდიასთან  შეხვედრით ხსნის

Image may contain: 1 person, smiling, closeup

5 სექტემბერს, 19 საათიდან წიგნის მაღაზიაში მთარგმნელი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ითარგმნება ესპანურენოვანი ლიტერატურის შედევრები – ლიოსას, მარკესის, ბორხესისა და მენდოსას მოთხრობები და რომანები, რომელიც გამოცემისთანავე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

პატარა გალერეა და Propaganda.network წარმოგიდგენთ თეა სტრაზიჩიჩის გამოფენას

Image may contain: text

თეა სტრაზიჩიჩი ადრიატიკის ანიმაციის სტუდიის რეჟისორი და ციფრულ მედიუმში მომუშავე ჯგუფის, SwS collective-ის ერთ-ერთი არტისტია. @flufflord სახელით ის აქვეყნებს უცნაურ ჰიბრიდულ გამოსახულებებს მოდასა და RPG ფენტეზს შორის. მისი მეორე ბლოგი @beefycakegastronaut კი გრაფიკული ამბის თხრობაზეა ორიენტირებული. ანიმაციისა და ახალი მედიის მაგისტრატურის დასრულების შემდეგ (ASF კურსი ანიმაციაში), თეა მიწვეული იყო დანიაში, სამხატვრო რეზიდენციაში. 2017 წლიდან, ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა  ნიკ ჟუსთან. ისინი ლოს-ანჯელესში – როგორც აუდიო/ვიზუალური ჯგუფი – ელექტრონული მუსიკის პროდიუსერებსა და ფესტივალებთან თანამშრომლობდნენ. ამჟამად თეა უძღვება VR INC რეზიდენციას ხორვატიაში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ჰენრი კავილი Netflix-ის ახალ სერიალში The Witcher გერალტ რივიელის როლს შეასრულებს

Henry Cavill leads cast of Netflix's The Witcher

The Witcher პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ფენტეზის ჟანრის  რომანების სერიაა, რომლებიც შემდეგ პოპულარულ ვიდეო თამაშებად ადაპტირდა. ისტორიის მთავარი გმირი ურჩხულებზე მონადირე გერალტ რივიელია, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი არაერთი მუტაციის შემდეგ სხვადასხვა შესაძლებლობები განუვითარდა.

წყარო: http://www.comingsoon.net/

 

ამერიკელი მომღერლის, მსახიობისა და მოცეკვავის, ჯუდი გარლენდის დაკარგული ლალისფერი ფეხსაცმელი 13 წლის შემდეგ იპოვეს

A pair of ruby slippers up for auction in 2011

ვარსკვლავის ფეხსაცმელი მინესტოტას მუზეუმიდან 2005 წელს მოიპარეს. ფეხსაცმელი ჯუდი გარლენდს 1939 წელს გადაღებულ საკულტო ფილმ “ოზის ჯადოქრებში” ეცვა.

წყარო: https://www.bbc.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.