fbpx

საცობების გამო, მიუნხენის მკვიდრი სამსახურში ცურვით დადის


გააზიარე სტატია


 

 

იმის შემდეგ, რაც ყელში ამოუვიდა ავტობუსით ან ველოსიპედით მგზავრობისას მიუნხენის საცობებში სიარული, ბენჯამინ დევიდმა გადაწყვიტა სამსახურამდე ცურვით ევლო.

ამ დღიდან მოყოლებული, ლუდის ბიზნესში მომუშავე დევიდი თავის ლეპტოპსა და სამოსს ყოველ დილით წყალგაუმტარ ზურგჩანთაში დებს, იცვამს საცურაო კოსტიუმს და ქალაქის მდინარეში ხტება.

„ეს ძალიან გამომაცოცხლებელი და ამასთან ერთად – ყველაზე სწრაფი გზაა“ – განუცხადა დევიდმა „როიტერის“ ტელევიზიას. „მიცდია ველოსიპედით გადაადგილება, ავტობუსითაც, მანქანითაც და ფეხითაც, მაგრამ გაცილებით მეტი დრო მეხარჯებოდა. მაგალითად, დღეს სწრაფი დინება იყო და სამსახურამდე მხოლოდ 12 წუთი დამჭირდა“ განაცხადა მან.

 

თუმცა, ზამთარში ბავარიის დედაქალაქის ცენტრში გამავალი მდინარეში წყალი საკმაოდ ცივდება და საშუალოდ 4 გრადუსამდე ჩამოდის.

„მე ამას ძირითადად ზაფხულში ვაკეთებ. ცოტაარიყოს მცივანა კი ვარ, მაგრამ ამ გზით ცურვა ზამთარშიც შეიძლება“ თქვა ბენჯამინ დევიდმა „ამისთვის უბრალოდ უფრო გრძელი საცურაო კოსტიუმი დამჭირდება“.

წყარო: Reuters, nypost.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.