fbpx

REZO – ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი


გააზიარე სტატია

 

მიკრობები, მაკრომოლეკულები, ნუკლეინის მჟავები…

თვალით უხილავი არსებები, რომლებიც სიცოცხლეს ქმნიან. თანამედროვე სამყაროში ყველაფერი სუფთაა, გაპრიალებული. აქ მიკრობებს ანადგურებენ და შემოქმედებისთვის ადგილი აღარ რჩება.

ზამთარი, გაზაფხული, ხანგრძლივი წვიმები; მოკირწყლული ქუჩები, ტროტუარები, კიპარისები; პატარა, ღილებივით ხვიარა ვარდები.

ხმები, რომლებიც რკინიგზის შპალების ხმაურში ირევა და ხმები, რომლებიც ცას წვდება.

ელექტროგადამცემი ბოძების პოეზია და კაცი, რომელსაც მხოლოდ პროფილი აქვს.

ამბობენ, რომ სამოთხეში ხალხს მურაბისგან გაწეპილი ყურები აქვს…

ყველაფერი იცვლება. საკმარისია, ოდნავ თითის წვერებზე აიწიო –

 

რეზო გაბრიაძის და იური ნორშტეინის დიალოგიდან.  

 

 

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე, სპეციალური ჩვენებების სექციაში, რეზო გაბრიაძის ავტობიოგრაფიული ფილმი აჩვენეს, რომელიც მისმა შვილმა, ლევან გაბრიაძემ გადაიღო.

 

 

ფილმში რეზო გაბრიაძის ჩანახატები ცოცხლდება და მთხრობელიც თავად ბატონი რეზოა. როგორც წესი, ქართველი მაყურებელი ფილმის დასასრულს, ტიტრების დამთავრებას არ ელოდება ხოლმე; თანაც, საფესტივალო დღეებში, როდესაც მალე მომდევნო სეანსი უნდა დაიწყოს.

 

 

ეს ჩვენება იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც მაყურებელი მოჯადოვებულივით იჯდა ბნელ დარბაზში და ადგილიდან არ იძვროდა.  ალბათ იმიტომ, რომ რეზო გაბრიაძის სამყარო მართლაც ოდნავ თითის წვერებზე აწევას გავს, როცა ყველაფრის გჯერა და რამდენჯერაც ცოტა მიმქრალ, მაგრამ მაინც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დაინახავ, გინდა კუდში ხელი წაავლო და აღარ გაუშვა.  

 

 


რეკომენდებული სტატიები
ბათუმის კინოფესტივალი - ახალი ფილმები და პროგრამა
Play Video

ბათუმის კინოფესტივალი - ახალი ფილმები და პროგრამა

ბათუმის კინოფესტივალი - ახალი ფილმები და პროგრამა
მაყურებელს საშუალება აქვს დაესწროს კანის, ბერლინის, ტორონტოს თუ სხვა ფესტივალებში მონაწილე  მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენებებს   
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.