ბათუმში Ad Black Sea 2018 დასრულდა
გააზიარე სტატია

ერთი საათის წინ ბათუმში დასრულდა Ad Black Sea 2018 – სარეკლამო ფესტივალი, რომელსაც ქართული კრეატიული ინდუსტრია მთელი წელი მოუთმენლად ელოდა.
- ფესტივალის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ დასახელდა @JWT მეტრო
- ხოლო ACAG-ის წლის რეიტინგის მიხედვით 2018 წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიოდ ABK და 2018 წლის საუკეთესო კრეატიულ სააგენტოდ ლივინგსტონი დასახელდნენ.
შეგახსენებთ, წელს, Ad Black Sea 20-22 სექტემბერს, ბათუმში, უკვე მეოთხედ ტარდება. პროექტის მიზანია ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.


ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, ხოლო მთავარი პარტნიორია თიბისი ბანკი.

