fbpx

ტყეში ბახის მელოდიას გიგანტური იაპონური ქსილოფონი მოგასმენინებთ


გააზიარე სტატია

 

 

ბუნებას თავისი ლამაზი ხმები აქვს. როცა ქარი უბერავს, ხეები მშვენიერ ხმას გამოსცემენ. როცა ძლიერი წვიმა ფოთლებს ეცემა, ის გამაოგნებელ ხმას გამოსცემს. ეს ნამდვილი ველური ორკესტრია.

რა მოხდება თუ წაქცეულ ხეებს უზარმაზარი – 46-მეტრიანი ქსილოფონის შესაქმნელად გამოვიყენებთ? ის ნამდვილად გამოსცემს ხმას და ეს ხმა განმაცვიფრებელია!

2012 წელს, როცა იაპონურმა კომპანიამ მორიგი სენსორულეკრანიანი ტელეფონი გამოუშვა, მორიჰირო ჰარანომ და მისი ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს რეკლამისას აქცენტი გაეკეთებინათ  ტელეფონის არა ტექნოლოგიურ, არამედ ორგანულ ასპექტებზე, კერძოდ კი მისი კორპუსის უკანა ნაწილზე, რომელიც ხისგან იყო შესრულებული.

ხის ოსტატ მიცუო ცუდასთან, ხმის ინჟინერ კენჯირო მაცუოსა და  ადგილობრივ დურგალთან თანამშრომლობით ჯგუფმა შექმნა უზარმაზარი ქსილოფონი, რომელიც ტყის სიღრმეში აღმართს მიუყვებოდა. ეს ქსილოფონი მარტივი, სწორხაზოვანი ფორმის იყო.

ქსილოფონის წვეროდან გამოშვებული რეზინის ბურთი, მის ხის ფირფიტებზე რიგრიგობით დაცემისას ბახის Cantana 147-ს უკრავს, ამ გენიალური კომპოზიტორისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტული სირთულეების ჩათვლით.

უღრან ტყეში, ხეების სიჩუმეში, ამ მშვენიერმა ხელსაწყომ ხის დაუვიწყარი სიმფონია შექმნა.

იაპონიაში მომხდარი სტიქიური კატაკლიზმების შემდეგ, ეს რგოლი ხალხმა ჯერ ინტერნეტში, ხოლო შემდეგ ტელევიზიითაც ნახა  და შეიყვარა – როგორც მშვენიერების, განახლებისა და გადარჩენის სიმბოლო.

ქსილოფონი საბოლოოდ დაისეცუ მორი-ნოს ბაღში განათავსეს, რომელიც „ჰოკაიდო გარდენ შოუს“ ცენტრალური ადგილია.

ტყის ვიზიტორებს, ბურთულის ფასად, შეუძლიათ გამოღვიძების სიმფონიის დირიჟორებად იქცნენ.

იმისთვის, რომ სისველეში არ დაზიანდეს, ქსილოფონი „ისვენებს“ წვიმიან დღეებში, მაგრამ ნებისმიერ სხვა დღეს იაპონიის ეს ტყე მუსიკით  ცოცხლდება – და მიუხედავად იმისა, რომ ეს ბახის მუსიკაა, მის ჯადოსნურობაში დიდი წვლილი ბუნებასაც მიუძღვის.

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ როგორ ასრულებს ბახის Cantana 147-ს მორიჰირო ჰარანოს ბურთულა:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.