AW LAB -პირველი სპორტული მულტიბრენდული მაღაზია თბილისში

გალერეა თბილისს ახალი სავაჭრო წერტილი დაემატა. აქ, 22 სექტემბერს, მესამე სართულზე გაიხსნა ურბანული სპორტული სტილის ლაბორატორია, რომლის ისტორიაც 1997 წლიდან იწყება და დღეს უკვე მთელ მსოფლიოში 200-ზე მეტი მაღაზიითა წარმოდგენილი. ბრენდი ბატას ჯგუფის ნაწილია.
AW Lab BATA-ს ჯგუფის წევრია, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ფეხსაცმლის ბიზნესში და 5000-ზე მეტი ფილიალი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
Athletes World-მა, 2011 წლის მიწურულს ბრენდი განაახლა და სპორტული ტრენდების ნამდვილ ლაბორატორიად- AW LAB-ად ჩამოყალიბდა და დღეს, თუკი ადამიანი „ურბანული სპორტული სტილი”-ის მოყვარულია, ლაბორატორიის პირველივე სტუმრობისას, მისი მუდმივი მომხმარებელი ხდება.
მაღაზია ყიდის ისეთი ბრენდების ყველაზე მოთხოვნად სპორტულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს, როგორებიცაა Nike, Adidas, Puma, Fila და ასევე კოლაბორაციულ კოლექციებს. ტრენდული, სპორტული, ურბანული-ესაა ბრენდის მიმართულება და მასზეა დაფუძნებული კომპანიის სტრატეგია, შერჩეული პროდუქცია, მაღაზიის დიზაინი.

მაღაზიის მულტიბრენდული, სპორტული კოლექციები გამოირჩევა მისივე ინვენტარისათვის დამახასიათებელი კომფორტისა და სტაბილურობის განცდით. ეს ის ადგილია, სადაც ნებისმიერი გემოვნების და ასაკის ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი არჩევანის გაკეთება.

საქართველოში პირველი სპორტული მულტი ბრენდული მაღაზიის AW LAB-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ ICR TRADE, რომელსაც საცალო ბიზნესის სფეროში 25 წლიანი გამოცდილება აქვს და დღესდღეობით, მსოფლიოს 20-მდე საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს.









