fbpx

27 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა

Image result for სოხუმი

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი განიცადა. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. 

 

სტივენ სიგალს რუსეთში პრიმორიეს ოლქის გუბერნატორობა სურს

ვლადივოსტოკის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მაყურებლებთან შეხვედრისას, კითხვაზე, აპირებს თუ არა ის აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში და ზოგადად, სურს თუ არა მას გუბერნატორობა, მსახიობმა თქვა, რომ სიამოვნებით იქნებოდა პრიმორიეს მხარის გუბერნატორი.

წყარო: https://www.rferl.org/

 

მსახიობი ევა გრინი BBC-ის ახალ, ექვს ეპიზოდიან დრამაში მთავარ როლს შეასრულებს

The Luminaries – ასე ერქმევა ახალ შოუს, რომელიც 2013 წელს გამოსული ელიანორ კოტონის ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება.

წყარო: https://variety.com/

 

50 პირველი პაემანის” რეჟისორმა პიტერ სეგალმა ახალი რომანტიკული კომედია Second Act გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

პრესტიჟული ფოტოსააგენტო “მაგნუმი” თბილისზე წიგნს გამოსცემს

Image may contain: one or more people, night and indoor

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფოტოსააგენტო „მაგნუმთან“ ერთობლივი პროექტი ხორციელდება. „მაგნუმი“ თბილისის შესახებ წიგნს – Tbilisi City Book​ გამოსცემს. პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ძველი და ახალი უბნების კადრები ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა მარტინ პარმა გადაიღო. წიგნი გამოიცემა და გავრცელდება მთელ ევროპაში. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სპეციალური გამოფენის მოწყობა “მაგნუმის” არქივში არსებული თბილისის ძველი და ახალი ფოტოების გამოყენებით. გამოფენა გაიმართება პროექტის, „საქართველო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018“-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა” მთავარ პავილიონში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი გერმანიის კინოს მუზეუმთან და კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტ  „არსენალთან” ერთად ქართული ფილმების რეტროსპექტივას გამართავს​

Slider Image

ჩვენებები და დისკუსიები მოიცავს კლასიკურ პერიოდს – უხმო კინოდან საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის ავანგარდული უხმო კინოს ნიმუშები, როგორებიცაა კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია” (1929 წ.) და მიხეილ კალატოზიშვილის  „ჯიმშვანთე“(1930 წ.).

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბჭოთა კავშირის პერიოდში დამკვიდრებულ ე.წ. ფორმალიზმისა და ცენზურის გავლენას ქართულ კინოზე. საუბარი იქნება რეჟისორების – მიხეილ ჭიაურელის, მიხეილ კალატოზიშვილისა და ნიკოლოზ შენგელაიას შემოქმედებაზე. ასევე, 50-იანელთა თაობის რეჟისორებზე – თენგიზ აბულაძეზე, რეზო ჩხეიძეზე, ელდარ შენგელაიაზე, ოთარ იოსელიანზე, გიორგი შენგელაიაზე, ლანა ღოღობერიძეზე, რომლებმაც ახალი სიტყვა თქვეს ქართულ კინოში.

გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა. დაგეგმილია ლექციები, შეხვედრები და მასტერკლასები ფილმების ავტორებთან.

წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/1602


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.