5 ოქტომბერი დილიდან
ნეტფლიქსი “ნარნიას ქრონიკების” ეკრანიზაციას აანონსებს
ამბიციური პროექტი სერიალის და ფილმის სახით გამოვა. წიგნების სერიაში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის.
წყარო: https://www.cnet.com/
ტომ იორკმა ფილმ Suspiria-სთვის შექმნილი საუნდტრეკი გამოუშვა.
წყარო: https://www.youtube.com/
26 ოქტომბერს ნეტფლიქსის ახალი სერიალი – Chilling Adventures of Sabrina გამოდის, რომლის მთავარი პერსონაჟი თინეიჯერი ჯადოქარი საბრინაა.
წყარო: https://www.youtube.com/
ბრაიან კრენსტონი და ნიკოლ კიდმანი ახალ ფილმში ერთად თამაშობენ. კინოსურათს The Upside ჰქვია და ის ოქროს გლობუსის ნომინანტი ფრანგული ფილმის რიმეიქია.
წყარო: https://www.youtube.com/
კანის კინოფესტივალის რეზიდენტ სტიპენდიანტებს შორის ქართველი რეჟისორიც მოხვდა
გიორგი სიხარულიძე ექვს რეჟისორს შორის შეარჩიეს და პარიზში ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე იმუშავებს.
ბათუმში, ევროპის მოედანზე, 5-6 ოქტომბერს ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს ადგილზე ჩურჩხელების ამოვლება შეეძლებათ. ასევე, ასწავლიან სინორის და ბორანოს მომზადებას. მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკო-ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია.
წყარო: http://gobatumi.com/
5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით ანკა გუჯაბიძის პირველი პერსონალური გამოფენა – “სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში” გაიმართება
Gepostet von ERROR IMAGES am Samstag, 29. September 2018
პროექტი სიზმრისეულ სივრცეს ქმნის – თითქოს ძილ-ბურანში, ერთდროულად რეალურ და ირეალურ სამყაროში შევყავართ. ავტორის რეალობა თვითმყოფადი და უკონტროლოა, პირადი და ამავდროულად ზოგადი, რომლის შინაარსი და სტრუქტურა მუდმივად სხლტება ხელიდან და არცერთ ფოტოში არ მეორდება.
წყარო: https://www.facebook.com/
5 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ნაძალადევის მედიათეკაში ახალი წიგნის, “ბედუინის” პრეზენტაცია გაიმართება
“ბედუინი“ ქართველი ავტორის, ნეფერტარის (ნინო ჭიპაშვილი) სადებიუტო ნაწარმოებია. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც ლიტერატურული თამაში და 2011-2015 წლებში ცალკეულ თავებად ქვეყნდებოდა ერთ-ერთ ლიტერატურულ პორტალზე, შემდეგ კი ერთ მთლიან წიგნად იქცა. სათავგადასავლო რომანი, რომელშიც უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო და დაძაბული ამბავია მოთხრობილი, სხვა თვალით დაგვანახვებს ჩვენთვის სრულიად უცხოსა და შორეულ სამყაროს.
“ბედუინი” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.
წყარო: https://www.facebook.com/
ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ჩინეთში Silk Road International Film Festival-ის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრია. ფესტივალი 8-13 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: https://www.facebook.com/
საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას – “სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი”
ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტი (Aurelien Villette) დედამიწის გარშემო მოგზაურობისას 2016 წელს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ოკუპირებულ აფხაზეთში შეჩერდა. ფოტოხელოვანი სრულიად განსხვავებული რაკურსით, ემოციურად გადმოსცემს ამ ადგილებში დასადგურებულ ნოსტალგიას, სიჩუმეს, მარტოობას – მე-20 საუკუნის რამდენიმე შეჩერებულ ათწლეულს. მის ფოტოობიექტივში მოხვდა მიტოვებული და დანგრეული სანატორიუმები, სასტუმროები, სახლები, ეზოები. 90-იან წლებში მომხდარმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა ოდესღაც ეს ულამაზესი და სიცოცხლით სავსე ადგილი ახლა თითქოსდა აჩრდილების თავშესაფრად აქცია და ორელიენ ვილეტის ფოტოსერიის შთაგონება გახდა.
წყარო: https://www.facebook.com/