კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები
გააზიარე სტატია
ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA-ს წყალობით, კოსმოსის შესახებ მეცნიერული ცოდნა ელვის სისწრაფით იზრდება. ყოველწამიერად ქვეყნდება შთამბეჭდავი ვიზუალური ინფორმაცია სხვადასხვა აღმოჩენებისა თუ სიახლეების შესახებ. თუმცა, სანამ მაღალი ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას მოგვცემდნენ, საინტერესოა, როგორი წარმოდგენები ჰქონდათ წარსულში კოსმოსზე, მზეზე, მთვარეზე, კომეტებზე, ნისლეულებსა და სხვა ასტრონომიულ ობიექტებსა თუ მოვლენებზე.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ნამუშევარს, რომელთა უმეტესობა წინაპრების წარმოდგენების ილუსტრირებაა და ამავე დროს ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
„მთვარიდან დანახული მზის დაბნელება“. ლუსიენ რუდო (1874-1947) – ფრანგი მხატვარი და ასტრონომი
- „მაკროკოსმოსის ჰარმონია“ (1660). ანდრეას ცელარიუსი – გერმანელი ინჟინერი, მათემატიკოსი და კარტოგრაფი
- „უინძორების სასახლის ტერასიდან დანახული 1783 წლის მეტეორი“. პოლ სენდბი – ინგლისელი მხატვარი
- „მზის სრული დაბნელება, 1925 წელი, ვესტერლი, როუდ-აილენდი“. ლეიმს კალაჰანის ფოტო
- „ორიონის თანავარსკვლავედი და პლეადები (ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში)“ – ლასკოს მღვიმე, საფრანგეთი, პალეოლითის მხატვრობა
- „პლეადები“ (ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში). გალილეო გალილეის ჩანახატი
- „მარსი“. ჯონ ჰამერტონი (1871-1949) – ერთ-ერთი პირველი ასტრონომიული ენციკლოპედიის რედაქტორი
- „დედამიწის შინაგანი აგებულება“. ა. კირხერი (1602-1680) – გერმანელი მეცნიერი, იეზუიტების ორდენის ბერი, მათემატიკისა და აღმოსავლეთმცოდნეობის პროფესორი
- „ვარსკვლავთცვენა“ (ჩანახატი წიგნიდან „აპოკალიფსის კომენტარები“). ბეათ ლიებანელი – მე-8 საუკუნის სასულიერო პირი, მწერალი
- „მზე“ (წიგნიდან „ასტრონომიის ატლასი“, 1891). სერ უილიამ პეკი – შოტლანდიელი ასტრონომი
- „მთვარე“. მარია კლარა აიმმარტი (1676-1707) – გერმანელი ასტრონომი და მხატვარი
- „ცხენის თავის ნისლეული“. მაუნთ უილსონის ობსერვატორია, კალიფორნია, 1920 წლის 13 ნოემბერი
- „ციური სხეულები“. ნახატი ებრაული ხელნაწერი მანუსკრიპტიდან (1277-1286)