fbpx

ქალაქი იაპონურად: დაიდო მორიამას ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია


„ფოტოგრაფია გაქვავებული დრო და შუქია. ძალიან მოკლედ, ამგვარად ავხსნიდი მის არსს“, – ამბობს ფოტოხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა დაიდო მორიამა, რომლის შემოქმედებამაც დიდი გავლენა მოახდინა „იაპონური ფოტოგრაფიის“, როგორც დამოუკიდებელი ფენომენის ჩამოყალიბებაში.

 

 

დაიდო მორიამამ კარიერა 1960-იან წლებში, ცნობილი იაპონელი ფოტოგრაფის, იოკო ჰოსოეს სტუდიაში დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, მან საკუთარი ხელწერა შეიმუშავა, რომელსაც მოგვიანებით „ლომოგრაფია“ უწოდეს. პირველი ნამუშევრები ტოკიოს ბიზნეს უბანში, ე.წ. ბეტონის ჯუნგლებში – ცათამბჯენებით სავსე სინდზიუკუში შექმნა. მისი მიზანი ტრადიციული იაპონური ღირებულებების რღვევისა და ტექნოლოგიური მოდერნიზაციით გამოწვეული ქაოისის, ცვლილებების ასახვა გახლდათ. ცდილობდა, რომ არავის შეემჩნია, ამიტომ მალულად, კამერაში ჩაუხედავად იღებდა.

 

 

ზოგადად, ქალაქის რეალობის შეულამაზებელი ასახვა მორიამას შემოქმედების სავიზიტო ბარათია. „ქალაქში ყველაფერია: კომედია, ტრაგედია, პანეგერიკი, ეროტიკა. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანური ვნებები და სურვილები ერთმანეთს ერწყმიან. სწორედ ამგვარია ჩემი შინაგანი სამყაროც, რის მოხელთებასაც ქუჩებში ვცდილობ“, – ამგვარად განმარტავს ფოტოგრაფი საკუთარ ხედვას.

 

1970-იანი წლების ბოლომდე დაიდო მორიამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მისი ხელწერის სპეციფიკიდან გამომდინარე, არასაკმარისად განსწავლულ ფოტოგრაფად მიაჩნდათ. საქმე იმაში გახლდათ, რომ  მორიამას ნამუშევრები უფოკუსო, უკომპოზიციო, მაღალკონტრასტული კადრებით გამოირჩეოდა, თუმცა ცოტამ თუ იცოდა, რომ ფოტოგრაფი ამას გამიზნულად აკეთებდა. მოგვიანებით, მის სტილს blur-boke დაარქვეს. ამგვარი ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი – „მაწანწალა ძაღლია“.

 

60-იანი წლებიდან მოყოლებული მორიამამ 200-მდე ფოტოწიგნი გამოსცა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, „იაპონური თეატრი“ (1968), „ნახვამდის, ფოტოგრაფია“ (1972), „შუქი და ჩრდილი“ (1982) შედევრებადაა აღიარებული. „ფოტოკამერა – მანქანაა, რომელიც რეალობას აკოპირებს, ჩემი გამოსახულებები კი შორს არიან სრულყოფილებისგან, რადგან თავად რეალობაა არასრულყოფილი“, – განმარტავს ფოტოგრაფი.

80 წლის დაიდო მორიამა ახლაც განაგრძობს მოღვაწეობას და მისი თქმით, სამყაროს აღსასრულამდე არ აპირებს გაჩერებას.

 


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
Play Video

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
კრისტი ლი როჯერსი საკუთარ ხელწერაზე მიქელანჯელოს და კარავაჯოს გავლენას თავადაც აღიარებს, თუმცა, იტალიელებისგან განსხვავებით, ის მხატვრული ტილოების ეფექტს ფოტოგრაფირებით ქმნის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.