fbpx

დღის ფოტო: ქართული ექსპედიცია ნანგა პარბატზე, პაკისტანში


გააზიარე სტატია

„ქართული ექსპედიცია ნანგა პარბატზე, პაკისტანში თვენახევრის შემდეგ დასრულდა“ – მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ ნანგა პარბატის ფოტოს ავრცელებს.

 

არჩილ ბადრიაშვილი ექსპედიციის შესახებ წერს:

„8126 მ-ით, მეცხრე სიმაღლით მთა განცალკევებით დგას ყარაყორუმის მთათა სისტემისგან და არის მდინარე ინდის ახლო მეგობარი. ამასთან ერთად მშვენიერი და მსოფლიოში უდიდესი კედლების პატრონი. დიამირის მხრიდან, 3,5 კმ. ვერტიკალური სიმაღლის, ტექნიკურად რთულ ,,კინსჰოფერის” კლასიკურ მ-ტზე. ექსპედიციაში ვიყავით Giorgi Tepnadze, პაკისტანელი ხალხი და სამშობლოდან კი ქართველები.

ორ ადამიანს გვხვდა იშვიათი პატივი ვყოფილიყავით რვაათასიან მთაზე ერთადერთი მთამსვლელები, შესაბამისად რამოდენიმე კმ ყინულის დაფა, კლდეები, ვერტიკალურ დახრამდე ქვედა დაცვის თანხლებით გავიარეთ. პარალელურად მძიმე სამუშაო, ძველი, დაფლული თოკების გამოცოცხლება, გზა რომ გახდეს უსაფრთხო, ყოველი ასვლა-ჩასვლისას.

მეორე სააკლიმატიზაციო გასვლაზე ავედით უკვე 7300 მ-ზე. მეოთხე და ბოლო ბანაკი გავშალეთ (აქედან მსუბუქად მიდიხარ მწვერვალზე). გავედით, თუმცა მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯობდა დავბრუნებულიყავით და წამოვედით დაწყებულ უამინდობაში საბაზო ბანაკისკენ.

მწვერვალის, მესამე გასვლის პერიოდი თოვამ შეავსო. როგორც შემდეგ გავიგეთ, რომ ჰიმალაის ჩათვლით ყველგან ადრე დაიწყო ზამთარმა. ბოლოს მოგვიწია შევგუებოდით ბედს, ავიკიდეთ საბაზო მზიდავებთან ერთად და წამოვედით.

ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი მოგზაურობა გამოვიდა მთლიანობაში ჩვენთვის და გავიცანით ჰიმალაის ჩრდილო-დასავლეთ მეზობლის, დიდი ყარაყორუმის, იგივე შავი კლდის, მთათა სისტემა და პაკისტანელი ხალხი.

დიდი მადლობა: საქართველოს განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს,საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას და ყველას, ვინც მხარს გვიმაგრებს!

ფოტო: ნანგა პარბატი, ბოლო სოფლიდან.
მწვერვალის ძირში დასმული ორი წერტილი მიუთითებს ჩვენს უმაღლეს წერტილს მთაზე.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.