fbpx

19 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე თბილისში, გლდანში, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველი თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

No automatic alt text available.ღონისძიება მთლიანად მთავარი თემის გარშემო – “მხოლოდ შენობები არ კმარა” იქნება კონცენტრირებული, რომელიც საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების კვლევას შეეხება.

წყარო: http://biennial.ge/

 

ვენის მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების მიხედვით ვიდეორგოლი მოამზადა

Niko Pirosmani | Teaser

👉 Niko Pirosmani in der ALBERTINA! Die ALBERTINA widmet dem georgischen Maler Niko Pirosmani (1862–1918) eine umfassende Personale. Der Autodidakt, dessen leuchtende, eindringliche Werke häufig Tiere oder Szenen aus dem Leben des alten Georgiens und seiner Menschen zeigen, ist heute ein Held der Avantgarde, den es zu entdecken gilt. Kunst ist für Niko Pirosmani ein weites, offenes Feld, er selbst ein Vagabund, der das Herumziehen bewusst als Lebensform gewählt hat. Ein Wanderer zwischen Stadt und Land, Gaststuben und Tierställen, der sich gleichzeitig im Zentrum der Gemeinschaft aufhält. Seine im Auftrag entstandenen Werke werden nicht in Galerien und Museen präsentiert, sondern in Gasthöfen, Tavernen und Läden. Niko Pirosmani verkörpert die Vision des Künstlers als hellsichtigem Außenseiter.👉 Eröffnung | Niko Pirosmani—👉 Niko Pirosmani in the ALBERTINA museum! The ALBERTINA Museum is devoting a comprehensive solo exhibition to Georgian painter Niko Pirosmani (1862–1918). This autodidact, whose radiant and emphatic works frequently show animals or scenes from the life of old Georgia and its people, has come to be viewed as a hero of the avant-garde who deserves to be discovered. Niko Pirosmani’s conception of art is that of a wide-open field in which he, as a vagabond, has consciously chosen to lead a nomadic life. He wanders between city and country, inns and stalls, at the same time occupying the center of his community, with his works—produced in response to commissions—presented not in galleries and museums, but rather at inns, in taverns, and in shops. Niko Pirosmani thus embodies the vision of the artist as a clear-sighted outsider.

Gepostet von Albertina Museum am Dienstag, 16. Oktober 2018

ვენის ალბერტინას მუზეუმში გამოფენა –  NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds  2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Blackbird – ასე ერქმევა ნოტინგ ჰილის რეჟისორის, როჯერ მიშელის ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს სიუზან სარანდონი და ქეით უინსლეტი შეასრულებენ

ფილმი დედისა და მისი ორი შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. სარანდონის პერსონაჟი თვითმკვლელობას აპირებს, თუმცა სანამ ამას გააკეთებს, გადაწყვეტს ბოლოჯერ გაატაროს დღე შვილებთან ერთად.

წყარო: https://deadline.com/

 

ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის, Orange Is the New Black-ის შემქმნელებმა დაადასტურეს, რომ სერიალი მეშვიდე სეზონით დასრულდება

OITNB: The Final Season

Warning: This may make you cry. The Final Season, 2019. #OITNB

Gepostet von Orange Is the New Black am Mittwoch, 17. Oktober 2018

გამოსამშვიდობებელი ვიდეო შოუს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

წელს შვეიცარიაში, კინოფესტივალზე Internationale Kurzfilmtage Winterthur საქართველო ფოკუს-ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

Image result for Internationale Kurzfilmtage Winterthur

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული ფილმების რეტროსპექტივა ორ პროგრამაში: Recording Georgia და Impressions from Home იქნება ნაჩვენები.

ფესტივალი შვეიცარიაში 6-11 ნოემბერს გაიმართება.

წყარო: https://www.kurzfilmtage.ch/

 

 საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება

Image may contain: plant, flower, tree, outdoor, nature and text

ყვავილების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქრიზანთემების, გეორგინების მრავალფეროვნება, ასევე შემოდგომის სხვადასხვა სახეობის ყვავილები და კომპოზიციები.

გამოფენა გაიმართება 3 და 4 ნოემბერს, 12-დან 17 საათამდე ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ყაზახეთში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართა

ყაზახეთში, ქალაქ ალმატიში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  ქართული კინემატოგრაფიის დღეები გაიმართა.

ფოტო: https://ge.cloudvod.imedi.ge/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.