დღის ფოტო: შსს ცხოველების ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს აპატიმრებს
გააზიარე სტატია
ფოტო: „რადიო თავისუფლება“
20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში „გირჩის“ დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ პოლიციამ ცხოველების ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი დააკავა.
თავიდან შსს-ს თანამრომლებმა აიყვანეს დათვისა და მგლის ფორმიანი ადამიანები, ხოლო მოგვიანებით, პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძის დასაკითხად გადაყვანის შემდეგ, გამოეკიდნენ და ოპერატიულად აიყვანეს ბაყაყის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე შსს-ს სულ 11 ადამიანი ყავს დაკავებული.
ფოტო: „ლიბერალი“