9 ნოემბერი დილიდან
9 ნოემბერს ზურაბ არაბიძის მულტიმედიური გამოფენა გაიხსნება
ზურაბ არაბიძის პროექტი ეგზისტენციალური ფილოსოფიის ველს სთავაზობს დამთვალიერებელს, სადაც ის ადამიანური არსებობის პირობებს ეხება: სამყაროს ინდივიდუალურ განცდას, თავისუფლებასა და არჩევანის შესაძლებლობას.
სამყაროს ინდივიდუალური განცდა რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია თავისი კონფლიქტებითა და სუბიექტურობით, წინააღმდეგობას კი ყოველთვის თან ახლავს ახალი ენერგია, რომელიც შეიძლება მხატვრულ ფორმად იქცეს.
პირადი სივრცის, ინდივიდუალური გამოცდილებისა და ფსიქოლოგიური ბალანსის ცვლილებები გარდაუვალია საზოგადოებრივ წარმოდგენებთან, “საღ აზრსა“ თუ დადგენილ წესებთან შეჯახებისას.
წყარო: https://www.facebook.com/
#რაგბიჩვენითამაშია – 10 ნოემბერს რაგბის გულშემატკივრები იტალიაში სათამაშოდ წასულ ქართველ მორაგბეებს თბილისიდან გაამხნევებენ და ჰიმნს უმღერებენ
ქართველი მორაგბეების გულშემატკივრები 10 ნოემბერს, 16:30-ზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ქართველ მორაგბეებს ფლორენციაში თამაშის დაწყებამდე ჰიმნით გაამხნევებენ.
წყარო: https://www.facebook.com/
უნგრელმა ასტრონომებმა და ფიზიკოსებმა დედამიწის ორი ახალი თანამგზავრის არსებობა დაადასტურეს
მკვლევართა გუნდმა მტვრის ღრუბლები დედამიწისგან დაახლოებით 400 ათასი კილომეტრის დაშორებით დააფიქსირა. ამ თანამგზავრების არსებობას მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, მათი დაფიქსირება კი პირველად 1961 წელს პოლონელმა ასტრონომმა კაზიმირ კორდილევსკიმ შეძლო, თუმცა ამის შემდეგაც კი მეცნიერები თანამგზავრი მტვრის ღრუბლების არსებობის დადასტურებასა და ზუსტ ამოცნობას ვერ ახერხებდნენ.
წყარო: https://www.nationalgeographic.com/
ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში ზაზა ხალვაშის “ნამეს” პირველი ოფიციალური ჩვენება გაიმართა
ფილმი ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილზის კინოთეატრში აჩვენეს და მას ამერიკის კინოაკადემიის წევრები, კინოსფეროს და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო: https://www.facebook.com/
85 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯუმბერ ებრალიძე გარდაიცვალა
ჯუმბერ ებრალიძე 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია „საქართველოს მატიანე“, რომელიც 20 ფილმისგან შედგება და 1976-1988 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აღწერს. ჯუმბერ ებრალიძე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.
წყარო: https://www.facebook.com/
ენდი სერკისმა ნეტფლიქსის დაკვეთით მაუგლის ეკრანიზაცია გადაიღო
ფილმს ნამდვილი თანავარსკვლავედი ახმოვანებს. გველი კაა – ქეით ბლანშეტია, ბენედიქტ კამბერბეჩი – შარ ხანი, ენდი სერკინი ბალუს გაახმოვანებს, კრისტიან ბეილი კი ბაგირას.
წყარო: https://www.youtube.com/
15 ნოემბერს, 17 საათზე კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში” გაიმართება ორიენტალისტ-ასირიოლოგის, ბიბლეისტის, ფოლკლორისტისა და ლიტერატორის, ზურაბ კიკნაძის წიგნების – ,,ძველი აღთქმის წუთისოფელი” , „შობიდან შობამდე”, „ერი და ქრისტიანობა” და ნიკოლაი ბერდიაევის წიგნის – „ერი და კაცობრიობა” პრეზენტაცია
წყარო: https://www.facebook.com/
20 ნოემბერს მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი საჯარო ლექციას გამართავს
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მწერალი და მთარგმნელი გერმანელი ავტორებისა და გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ ისაუბრებს.
წყარო: https://www.facebook.com/
კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა აცხადებს საშემსრულებლო ხელოვნების პროექტების მიღებას
პლატფორმა იწყებს ახალ ინიციატივას და საშუალებას აძლევს ქართველ არტისტებს, პერფორმერებს წარმოადგინონ თავიანთი პროექტები კირკეს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში. პროექტი აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ცეკვის პერფორმანსს და უნდა იყოს შექმნილი ადგილობრივი არტისტებისა და პერფორმერების მიერ. შინაარსობრივი მხარე არ არის შეზღუდული.
წყარო: https://www.facebook.com/