fbpx

14 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ თრეილერი: თინა დალაქიშვილი ფენტეზის ჟანრის ფილმში – “ებიგეილი” მთავარ როლს ასრულებს

ებიგეილი იმ ქალაქის მკვიდრია, რომლის საზღვრებიც ეპიდემიის საშიშროების გამო ჩაკეტეს. კინოსურათის პრემიერა 2019 წლის 11 აპრილს არის დაგეგმილი. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ უნიკალური, აქამდე უცნობი მასალები გამოიფინა

No automatic alt text available.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი ნორვეგიელი ქართველოლოგების – ჰანს ვუგტისა და ფრიდოლფ ჰანსენის მანუსკრიპტები, ასევე კნუტ ჰამსუნის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული ჩანაწერები და ფოტომასალა.

წყარო: https://www.facebook.com

 

ხათუნა თავდგირიძის „თევზი ორი ჩრდილით“ გერმანულ ენაზე ითარგმნა 

Image may contain: text

წიგნი ანასტასია ყამარაულმა თარგმნა.  „თევზი ორი ჩრდილით“ მაგიური რეალიზმის ჟანრში დაწერილი თანამედროვე ქართული ფილოსოფიური რომანია, რომლის სიუჟეტი, ერთი მხრივ, გამოგონილი მისტიკური ქვეყნის – ზღვისპირა უმმანის, მეორე მხრივ კი, ისტორიული ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ქრისტიანული და ისლამური სამყაროების გადაკვეთათა ზღვარზე ვითარდება.

წიგნში გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად შეხვდებით მსოფლიო ფოლკლორულ-მითოსურ სახეებს, რელიგიურ და მითოლოგიურ უნივერსალურ არქეტიპებს. რომანის მთავარი კოსმოგონიურ-ესქატოლოგიური კონცეფცია კი ხორცშესხმულია შუა საუკუნეების აპოკალიფსური ისტერიებით, რაც ფონად გასდევს ერთი უძველესი გვარის – ბერელების მისტიკურ ქრონიკას.

წყარო: https://www.facebook.com/

 

“საქართველო-ლიტერატურული მოგზაურობა” – ასე ჰქვია მხატვრის, იულია ბიურლე-ნოვიკოვას პერსონალურ გამოფენას, რომელიც 16 ნოემბერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფოიეში გაიხსნება

ექსპოზიცია გერმანიიდან სპეციალურად ჩამოიტანეს. 2017 წელს, გოეთეს ინსტიტუტისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ეგიდით, ექვსმა ქართველმა და ექვსმა გერმანელმა ავტორმა საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმოგზაურა. მოგზაურობის დროს უნდა შეექმნათ ტექსტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე, რომელიც შემდგომ  თავს მოიყრიდა ალბომში სახელწოდებით „საქართველო – ლიტერატურული მოგზაურობა“.

ალბომი სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შეიქმნა და მისი პრეზენტაციაც სწორედ ბაზრობაზე გაიმართა.

 

იაპონური ანიმაციური სერიალის, “პოკემონის” ამერიკული სპინოფის თრეილერი გამოვიდა

პიკაჩუს დედპულის ვარსკვლავი რაიან რეინოლდსი ახმოვანებს.

წყარო: https://www.youtube.com

 

17 ნოემბერს მწერალთა სახლში ასტრიდ ლინდგრენზე ისაუბრებენ

Image may contain: one or more people and indoor

უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ყოველი წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შეხვედრა – “ბავშვები მწერალთა სახლში” ყველასათვის საყვარელ მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს ეძღვნება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კატინის მუზეუმთან და პოლონურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გამოფენას „კატინი – დღე განსაკუთრებულად დაიწყო“

Image may contain: text and outdoor

გამოფენა ეძღვნება საბჭოთა ოკუპაციის დროს კატინში დაღუპულთა ხსოვნას. კატინის ხოცვა-ჟლეტის დროს დაიღუპა დაახლოებით 22 ათასი პოლონელი ტყვე. ისინი 1940 წლის გაზაფხულზე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД-ს) დანაყოფებმა დახოცეს. ტყვეთა ოჯახის წევრებმა გამოიარეს რეპრესიები, ბევრი მათგანი გადაასახლეს.

საერთაშორისო საზოგადოება ხანგრძლივად დუმდა საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებულ გენოციდზე, მაშინ როცა მასობრივი სიკვდილით დასჯის ისტორია საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფი პოლონელებისთვის რთული ეტაპის დასაწყისი იყო.

გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს, თუ რა არის კატინი და რა მნიშვნელობა აქვს მას პოლონეთისთვის. დამთვალიერებელი გაეცნობა როგორც კატინის ისტორიას, ასევე დაღუპული გმირების ამბავს. სპეციალურად გამოფენისთვის მომზადდა ვიდეომასალა, სადაც მსხვერპლთა შვილები საუბრობენ მათი თვალით დანახულ ამბებზე. ფილმებსა და ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არტეფაქტები, მათ შორის დაღუპულთა პირადი ნივთები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

15 ნოემბერს, 19:00 საათზე ბიბლუსში წიგნის – „ქართული ანბანი – 33 ემოცია“ წარდგენა გაიმართება

Image may contain: text

ანთოლოგიის შესაქმნელად თითოეულმა ავტორმა ემოცია ქართული ანბანის კონკრეტულ ასო-ნიშანს შეუსაბამა. კრებული მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული. ღონისძიების ფარგლებში ავტორები თვითონ წაიკითხავენ ქართულ ანბანთან დაკავშირებულ ტექსტებს და გააცოცხლებენ საკუთარ ემოციებს.

წყარო: https://www.facebook.com

 

“სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონი 2019 წლის აპრილში გამოვა

ინფორმაცია ამის შესახებ HBO-მ გაავრცელა. არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სერიალის თითქმის ყველა ემოციური სცენაა შესული.

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
12 ნოემბერი დილიდან 

12 ნოემბერი დილიდან 

12 ნოემბერი დილიდან 
ბუდაპეტში სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 72 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.