თბილისის კინოფესტივალი: წარდგენილი ფილმები და კინომცოდნეების რეკომენდაციები
ავტორი: მარიამ ებრალიძე
ჩვენი ქალაქის წლის მთავარი კინომოვლენა – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბერს გაიმართება. მე-19-ე კინოღონისძიება, ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, ბევრ საინტერესო ფილმსა და მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს – ვორკშოფებით, მასტერკლასებითა და სალექციო კურსებით.
მნიშვნელოვანი და თემატური იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით – კინოთეატრ „ამირანში“ ლატვიური, ლიეტუვური და ესტონური ნამუშევრების ჩვენება. შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოინსტიტუტთან თანამშრომლობით, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილე აღინიშნება, რასაკვირველია, მისი კინოშედევრების ჩვენებით – „პერსონა“, „შემოდგომის სონატა“, „მარწყვის მდელო“.
რა უნდა ვიცოდეთ
ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო და მეორე, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი. საკონკურსო ფილმებს 5 წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს.
საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთათვის დაწესებულია ორი ოფიციალური პრიზი: ოქროს პრომეთე – საუკეთესო ფილმისთვის და ვერცხლის პრომეთე – საუკეთესო რეჟისურისთვის. (კინოფესტივალის 10 წლისთავზე პრომეთეს ქანდაკებამ სახე იცვალა – გია ჯაფარიძის სკულპტურა თამარ კვესიტაძის მიერ დამზადებულმა პრიზმა შეცვალა).
გარდა ამისა, კინოფესტივალზე ყოველ წელს გაიცემა არაოფიციალური პრიზები, მაგალითად, სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრიზი განსაკუთრებული კინოესთეტიკისთვის.
საერთაშორისო კონკურსი
საერთაშორისო კონკურსის ფილმების კატეგორიაში წელს 10 მხატვრული სურათი შეირჩა:
„ბიჭები ტირიან” (Boys Cry, იტალია, 2018) რეჟისორები დამიანო და ფაბიო დ’ინოჩენციო
„სასიცოცხლო სუნთქვა” (Breath of Life, საფრანგეთი, 2018) რეჟისორი დავიდ რუ
„სოფლის ხმაური” (Country Noise, გერმანია, 2018) რეჟისორი ლიზა მილერი
„ბროლის გედი” (Crystal Swan, ბელარუსი/აშშ/გერმანია/რუსეთი, 2018) რეჟისორი დარია ჟუკი
„გოგონა” (Girl, ბელგია/ნიდერლანდები, 2018) რეჟისორი ლუკას დონტი
„ირინა” (Irina, ბულგარეთი, 2018) რეჟისორი ნადეჟდა კოსევა
„მეზობლები” (Neighbors, საქართველო/მაკედონია, 2018) რეჟისორი გიგიშა აბაშიძე
„მშვიდი ღამე” (Silent Night, პოლონეთი, 2018) რეჟისორი პიოტრ დომალევსკი
„ვულკანი” (Volcano, უკრაინა/გერმანია, 2018) რეჟისორი რომან ბონდარჩუკი
„გუშინ” (Yesterday, უნგრეთი/გერმანია/საფრანგეთი/ნიდერლანდები/მაროკო, 2018) რეჟისორი ბალინტ კანიერეში
წინა წლების ლაურიატები:
ოქროს პრომეთე – „გასროლის შიში“, რეჟისორი დიტო ცინცაძე, გერმანია, 2003
ოქროს პრომეთე – „კუსაც შეუძლია ფრენა“, რეჟისორი ბაჰმან ღობადი, ირანი-საფრანგეთი-ერაყი, 2004
ოქროს პრომეთე – „მაგარი ბიჭი“, რეჟისორი დეტლეფ ბუკი, გერმანია, 2006
ოქროს პრომეთე – „სიყვარული და სხვა დანაშაულებები“, რეჟისორი: სტეფან არსენიევიჩი, გერმანია-სერბეთი-ავსტრია-სლოვენია, 2008
ოქროს პრომეთე – „სუსა“, რეჟისორი რუსუდან პირველი, საქართველო 2010
ოქროს პრომეთე – „სხვისი სახლი“, რეჟისორი რუსურან გლურჯიძე, საქართველო 2016
ოქროს პრომეთე – „ყორნები“, რეჟისორი იენს ასური, შვედეთი, 2017
კინომცოდნეები გვირჩევენ
Must See
ნინია კაკაბაძე
ლი ჩანგ-დონი, “ალმოდებული”, სამხრეთ კორეა, 2018
ნინო ჟვანია, “აღლუმი”, საქართველო 2018
სერგეი ლოზნიცა, “დონბასი”, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, ნიდერლანდები, რუმინეთი 2018
მარკო ტულიო ჯორდანა, “ქალის სახელი”, იტალია, საფრანგეთი, 2018
ჰონ სანსუ, “ბალახი”, სამხრეთ კორეა, 2018
P.S. “და ინგრიდ ბერგმანის ყველა ფილმი აუცილებლად”.
Must See
თეო ხატიაშვილი
“პარიზული განათლება” (A Paris Education, საფრანგეთი, 2018), რეჟისორი ჟან-პოლ სივეირაკი
“ცივი ომი” (Cold War, პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი, 2018), რეჟისორი პაველ პავლიკოვსკი
“ფავორიტი” (The Favourite, ირლანდია/დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2018), რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი
“10 წელი ტაილანდში” (10 Years in Thailand, ჰონგ-კონგი/ტაილანდი, 2018), რეჟისორები ადიტია ასარატი, ვისიტ სასანატიენგი, ჩულაიარნონ სირიფოლი, აპიჩატპონგ ვირასეთაკული
“ალმოდებული” (Burning, სამხრეთ კორეა, 2018), რეჟისორი ჩან-დონ ლი
“ბალახი” (Grass, კორეა, 2018) რეჟისორი ჰონ სანსუ
“ჩვენი დრო” (Our Time, მექსიკა, 2018) რეჟისორი, კარლოს რეიგადასი
“ზამა” (Zama, არგენტინა/ბრაზილია/ესპანეთი/საფრანგეთი/მექსიკა/ნიდერლანდები/პორტუგალია/აშშ/ლიბანი, 2017), რეჟისორი ლუკრეცია მარტელი
„ბედნიერი ლაზარე” (Happy as Lazzaro, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018), რეჟისორი ალიჩე რორვახერი
„სუსპირია” (Suspiria, იტალია, 1977), რეჟისორი დარიო არჯენტო
“ქალის სახელი” (Woman’s Name, იტალია/საფრანგეთი, 2018), რეჟისორი მარკო ტულიო ჯორდანა
ინგმარ ბერგმანის მინირეტროსპექტივა და სერგეი ლოზნიცას ბოლო 3 ფილმი პროგრამიდან “რეჟისორი ფოკუსში“.
ბოლო ინფორმაციით, ჩამოდის პიტერ გრინუეი მასტერკლასით და ამასაც ვუწევ რეკომენდაციას.