ფეისბუკმა ნიუსფიდში დაგეგმილი ცვლილებები დააანონსა
გააზიარე სტატია
ფეისბუკის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავის გუნდთან ერთად ფეისბუკის ნიუსფიდში დაგეგმილი ცვლილებები დააანონსა.
ცუკერბერგის სიტყვებით, ნიუსფიდის ალგორითმში მოხდება ცვლილებები, რომლებიც მომხმარებლებს უფრო აზრიანი სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს. ფეისბუკის დამფუძნებლის აზრით, ცვლილებების შედეგად თავს ყველა უკეთესად იგრძნობს.
ამის მიღწევას ფეისბუკის გუნდი ბიზნესების, ბრენდებისა და მედიის წარმოებული პოსტების შემცირებით აპირებს. პარალელურად, პრიორიტეტები ახალ ნიუსფიდში მეგობრებისა და ნაცნობების ისეთ პოსტებს მიენიჭება, რომლებსაც აზრიანი დისკუსიისა და ფეისბუკის “ფრენდებს” შორის ინტერაქციის პოტენციალი ექნება.
წყარო: mashable.com