fbpx

28 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნიკო ფიროსმანის ნახატი – “ქართველი ქალი ლეჩაქით” სოტბის აუქციონზე 2 მილიონ 230 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

წყარო: http://www.sothebys.com/

 

ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანის შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს

Niko Pirosmani

Direktor Klaus Albrecht Schröder und Kuratorin Bice Curiger geben in unserem #VideoOfTheWeek Einblicke in die Welt des georgischen Nationalmalers Niko Pisosmani und in unsere wunderbare Ausstellung.#NikoPirosmani #Kunst…In our #VideoOfTheWeek Director Klaus Albrecht Schröder and curator Bice Curiger give an insight into the world of the Georgian national painter Niko Pisosmani and our wonderful exhibition.#art

Gepostet von Albertina Museum am Donnerstag, 22. November 2018

ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე მუზეუმის დირექტორი და გამოფენის კურატორი საუბრობს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ფრანკფურტში ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა

Image may contain: one or more people and sky

მუსიკოსები გერმანიას სამთვიანი ტურნეს ფარგლებში ეწვივნენ. ქეთი მელუასთან ერთად, ქალთა კაპელა კონცერტებს ევროპის 24 ქალაქში გამართავს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ევრაზიადოკ საქართველო 2018-ის სცენარის განვითარების რეზიდენციის 6 მონაწილიდან ფრანგული ორგანიზაცია Docmonde-მა აარჩია 3 დოკუმენტური პროექტი, რომელთა ავტორებიც მონაწილეობას მიიღებენ ერევანში გამართული პრეზენტაციების მოსამზადებელ ტრენინგსა და ინდუსტრიულ შეხვედრებში

შერჩეულია შემდეგი პროექტები: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი – “Cinemania”, ნონა გიუნაშვილი – “Aznash Laaman” და ლუკა ბერაძე – “ღიმილიანი საქართველო”.

წყარო: http://beta.gnfc.ge/news/

 

 ქართული ანიმაციური ფილმი “ჯინო” 2 საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა

დავით კიკნაველიძის ანიმაციას ლონდონში – South West London International Film Festival-ზე საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდო გადაეცა, ხოლო სანქტ-პეტერბურგის კინოფესტივალზე – International Environmental Film Festival Green Vision “ჯინო” მომავლის ოპტიმისტური ხედვისთვის დააჯილდოვეს.

“ჯინო” პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

წყარო: http://beta.gnfc.ge/news/11713/

 

დავით ლორთქიფანიძის „33 არტეფაქტით მოთხრობილი საქართველოს ისტორია“ გერმანულ ენაზე ითარგმნა.

Image may contain: text

წყარო: https://www.facebook.com/

 

BERGHAIN 25 იანვარს BASSIANI-ის ღამეს მასპინძლობს

მუსიკისა და ხელოვნების ლეგენდარული ფესტივალი CTM 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც ბერლინის ტექნო მექა BERGHAIN თბილისის ღამის კლუბის – BASSIANI-ის ღამეს მასპინძლობს.

2019 წლის 25 იანვარს ფესტივალი BASSIANI-ის შოუქეისით გაიხსნება.

წყარო: https://electronauts.adjara.com/

 

29 ნოემბერს კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მეექვსე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

Image may contain: one or more people and people sitting

წელს პრემიისთვის ქალთა უფლებების დამცველ ახალგაზრდა (35 წლამდე) აქტივისტს გამოარჩევენ.  2013 წლიდან დღემდე, ყოველ 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს “ქალთა ფონდი საქართველოში” ქართველი ფემინისტის, აქტივისტის და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიას გადასცემს ერთ ქალ უფლებადამცველს საქართველოში. ღონისძიება ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში და მისი მხარდამჭერები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, მამა ქეში და სიგრიდ რაუზინგ თრასთი.

წყარო: https://www.facebook.com/events/293247384730630/

 

29 ნოემბერს გაიმართება ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა „შეშლილი ჩაის სმა”

No automatic alt text available.

გამოფენას მასპინძლობს თბილისის ისტორიის მუზეუმი. ექსპოზიცია შემთხვევითობას, ხილულის და უხილავის, მახსოვრობის და მასალის ურთიერთქმედებას იკვლევს და ცდილობს უპასუხოს კითხვებს: როგორ ითარგმნება ეს ცნებები მასალის ენაზე? როგორ პასუხობს თიხა ესთეტიკურ ამოცანებს? როგორ ხდება თიხის ფუნქციურობის და ფიზიკურობის ვიზუალურ კონცეფციად გარდაქმნა? გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი ვორქშოფი უცხოელ ხელოვანებთან. პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი გაეცნობა ლია ბაგრატიონის მრავალმხრივი შემოქმედების ამსახველ გამოფენას, ფილმსა და კატალოგს.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.