IKEA-ს ავეჯი თქვენს ბინას უკვე შეგიძლიათ ვირტუალურადაც “მოაზომოთ”
ავეჯისა და საბინაო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია IKEA-მ ანდროიდის სისტემის მომხმარებლებისათვის გამოუშვა აპლიკაცია Place. მისი მეშვეობით, მომხმარებელს მაღაზიაში მისვლამდე შეუძლია შეარჩიოს სასურველი ავეჯი.
პროგრამა ვირტუალური რეალობის სიმულატორის პრინციპით მუშაობს. მომხმარებელი საკუთარი ტელეფონის კამერას ააქტიურებს, მიმართავს იმ ადგილისკენ, სადაც სურს ნივთის განთავსება და ეკრანზევე ხედავს, თუ როგორ გამოიყურება მის მიერ შერჩეული IKEA-ს შესაბამისი ავეჯი. (მობილური პროგრამის ბაზაში 3 ათასამდე დასახელების პროდუქტია შეტანილი).
კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, აპლიკაცია მაქსიმალურად ზუსტად და რეალისტურად ახდენს ვირტუალური ავეჯის სიმულირებას, ცვლის გაბარიტებს და ასევე არჩევს ფერებს.
სერვისის კიდევ ერთი პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ მყიდველს არ უწევს ბინაში სივრცეებისა და ადგილების აზომვა, აპლიკაცია ამ პროცესს ავტომატურად წარმართავს და მომხმარებელს აძლევს ინფორმაციას გაბარიტებთან დაკავშირებით.
აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია პლატფორმაზე Google Play.