Play Video

ნინო ჟვანია რეჟისორი და Normafilm სტუდიის დამფუძნებელია. დაამთავრა სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი მოსკოვში. „აღლუმი“ ნინო ჟვანიას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა.
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი/Tiff 2018 3 დეკემბერს სწორედ ამ სადებიუტო ნამუშევრით გაიხსნება. მისი ჩვენება მოხდება აგრეთვე სექცია „ქართული პანორამის“ ფარგლებში, 4 დეკემბერს, სადაც ქართველ მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა ექნება.