fbpx

24 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ქართველმა მოცურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

Image may contain: 10 people, people smiling, people standing

21-22 დეკემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა.  მოცურავეებმა ჯამში 10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

წყარო: https://www.facebook.com

 

ნახეთ ფოტოები: როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული თბილისი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლს აღარ შეასრულებს

ინფორმაცია უკვე დაადასტურა დისნეიმ და განაცხადა, რომ ჯეკ ბეღურას როლში დეპმა თავი ამოწურა და უინტერესო გახდა.

წყარო: https://www.slashfilm.com/

 

Get Out-ის საერთაშორისო წარმატების შემდეგ რეჟისორმა ჯორდან პილმა ახალი ჰორორი გადაიღო

Us – ასე ჰქვია სურათს, რომელშიც მთავარ როლებს ლუპიტა ნიონგო და “მხევლის წიგნის ვარსკვლავი”, ელიზაბეტ მოსი ასრულებენ.

წყარო: http://collider.com/

 

25 დეკემბერს საქართველოს  სახვითი ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიციები დახურული კოლექციიდან გამოიფინება

Image may contain: outdoor

სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ქართველი თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას – “ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან”.  მუზეუმის საცავის კარი დამთვალიერებლებისთვის საშობაოდ პირველად გაიღება. დროებითი გამოფენების დარბაზში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე პერიოდის 10 ცნობილი ქართველი არტისტის ნამუშევრები ფონდის კოლექციიდან. გამოფენა 25 დეკემბერს, 19 საათზე გაიხსნება და 14 იანვრამდე გაგრძელდება.

წყარო: https://www.facebook.com

 

 

პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება

2018 წელს სტუდია „მემატიანეში“ არსებული 12 000  ყუთი კინოფირი ტექნიკურად დაამუშავეს, გაწმინდეს და თითო მასალიდან 1 წუთი ციფრულ ფორმატში გადაიყვანეს.

კინოსტუდია „მემატიანეს“ საცავში დაცულია უნიკალური საფილმო მასალები და მათი რაოდენობა 25 000 ყუთს აღემატება, მათ შორის არის არაიდენტიფიცირებული ქრონიკალურ-დოკუმენტური  მასალა,  რომელიც ჩვენი  ქვეყნის ისტორიის უნიკალურ მომენტებს შეიცავს – 1918 წლიდან 2000 წლამდე. მასალებში აღმოჩენილია დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრები – 1911 წელი, საქართველოს გვარდიის  ქრონიკები – 1918-21 წელი, ჯარების ბათუმში შემოსვლა – 1920 წელი, აფხაზეთის ომის კადრები, დოკუმენტური ციკლის – „საქართველოდან ევროპაში“ უნიკალური მასალა და სხვ. 

 

ფოტო: http://lcbmh.org

 

მძევლების” რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა ახალი კომედია გადაიღო.

წყარო: https://www.youtube.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.