31 დეკემბერი დილიდან
31 დეკემბრის ღამეს სპეისჰოლი თავისუფლების ღამეების მეთორმეტე სერიაზე გეპატიჟებათ
AGORIA – ფრანგი DJ და პროდიუსერი – გამოირჩევა თავისი ახლად ჩამოყალიბებული სტილით. NTHNG – ჰოლანდიელი DJ-ია, მისი დებიუტი 2014 წელს, Lobster Theremin-ის სუბლეიბლზე Mörk შედგა.
წყარო: https://www.facebook.com/
2019 წლის პირველი საკლუბო ღამე BASSIANI-სა და თბილისის მუსიკალური სცენისთვის ძალიან სიმბოლურია
2018 წლის 12 მაისის დილას, როდესაც კლუბში GIEGLING-ის საღამო იმართებოდა, ნიღბიანი სამართალდამცველები საცეკვაო მოედანზე შეიჭრნენ და შეიარაღებული რეიდი მოაწყვეს. საქართველოს რეივ-რევოლუციად შერაცხული მოვლენები სწორედ იმ დღეს დაიწყო და ადგილობრივ საკლუბო სცენაზე მნიშვნელოვანი კვალიც დატოვა.
ის არტისტები, რომლებსაც მაშინ კლუბში უნდა დაეკრათ, მსმენელს ყოფილი პარლამენტის შენობასთან შეხვდნენ და რეივიც უჩვეულო ადგილას გაგრძელდა. ეს მომენტი გლობალური საკლუბო კულტურის ისტორიაში ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ჩაიწერა. პირველ იანვარს კი BASSIANI შეწყვეტილ ისტორიას VRIL, ATEQ, SA PA, LEAFAR LEGOV და KVANCHI-სთან ერთად გააგრძელებს.
წყარო: https://www.facebook.com/
2 იანვარს სპეისჰოლში კაიაკატას ლაივი გაიმართება.
წყარო: https://www.facebook.com/
31 დეკემბრის ღამეს მტკვარზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები New Year Party-ს გამართავენ.
წყარო: https://www.facebook.com/
საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
Gepostet von თბილისის მერია / Tbilisi City Hall am Samstag, 29. Dezember 2018
კონცერტის წლევანდელი კონცეფცია კინომუსიკაზეა აგებული. გარდა ამისა, შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები. თითქმის 4-საათიან კონცერტში 200 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების მთავარი ღერძი ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი იქნება.
წყარო: https://www.facebook.com/
ქვიარ ღამეების ოცდამეთორმეტე სერია HOROOM-ის ოთახში 6 იანვარს განსხვავებული ფორმატით გაიმართება
BASSIANI-ს რეზიდენტი KANCHELI-სთვის 2018 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის საკულტო კლუბ BERGHAIN-ში CTM FESTIVAL-ის ფარგლებში მიიწვიეს, პარალელურად კი მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე. BASSIANI RECORDS-ში მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება სიახლეებს და რისკებს, რაც ყველაზე კარგად HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ვლინდება. HOROOM NIGHTS-ზე მასთან ერთად მარიტა ნებიერიძე დაუკრავს პროექტით NEBBIERI, რომლის დებიუტიც ამ ოთახში ნოემბერში შედგა.
წყარო: https://www.facebook.com/
4 იანვარს KHIDI წარმოგიდგენთ ჰოლანდიელ დიჯეის და პროდიუსერს TIM TAMA-ს
ხანმოკლე დროში მან შეძლო გამოეშვა რელიზები ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა: A R T S, OBSCUUR Records, Taro Records, Raven Sigh და Grounded. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოსთვის ძირითადი დამახასიათებელი და აუცილებელი დეტალი დრამატული მონოტონურობა და განმეორებითი ბგერებია, იგი მუდმივად ცდილობს საკუთარ მუსიკაში სიახლის შეტანას, სწორედ ეს გახდა TIM TAMA-ს სავიზიტო ბარათი. მასთან ერთად დაუკრავს ბერლინში მცხოვრები დიჯეი და ბერლინულ კლუბ GRIESSMUEHLE-ს რეზიდენტი INHALT DER NACHT და კლუბ KHIDI-ის რეზიდენტი გიგა არაბული ტექნო პროექტით FREQUENCY SHIFTER. G2-ში დაუკრავენ ქართველი არტისტები – ლუკა მეტრეველი ელექტრო/ჰაუს პროექტით L8 და ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტით, ლეიბლ Zeinkali-ს დამაარსებელი და Vodkast Records-ის წევრი JD J.
წყარო: https://www.facebook.com/
2 იანვარს ჰილსაიდში სტეფანეს ლაივ კონცერტი გაიმართება.
წყარო: https://www.facebook.com/
4 იანვარს დინი ვირსალაძე ჯაზ კონცერტს გამართავს.
წყარო: https://www.facebook.com/