ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა
ყატარის ღია პირველობაზე ჩოგბურთში, 250-იანი სერიის ტურნირზე დოჰაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა ანგარიშით 4-6, 6-3, 6-4.
აღსანიშნავია, რომ თამაშის პირველი სეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა მეორე და მესამე სეტებში ჯოკოვიჩმა უპირატესობის მოპოვება შეძლო.
დოჰაში ბასილაშვილი ძირითად ბადეშია დაშვებული, სადაც ისეთი ჩოგბურთელები ითამაშებენ, როგორებიც არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), დომინიკ ტიემი (ავსტრია), კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), დავიდ გოფინი (ბელგია), რიშარ გასკე (საფრანგეთი) და სხვები.
ყატარში ქართველი ჩოგბურთელი მეხუთე ნომრად არის განთესილი, მასზე წინ არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი, დომინიკ ტიემი, კარენ ხაჩანოვი, მარკო ჩეკინატო. ხოლო ნიკა განთესილებში ისეთ ჩოგბურთელებზე წინ არის, როგორებიც არიან: დავიდ გოფინი, ბაუტისტა აგუტი, რიშარ გასკე და სხვები.