fbpx

სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტას კრძალავს


გააზიარე სტატია

სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ქვეყანაში კრიპტოვალუტის ვაჭრობის აკრძალვას, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება.

სამხრეთ კორეის მთავრობა შიშობს, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა, ამ სფეროს უკონტროლობიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს გადასახადებისგან თავის არიდებას და წაახალისებს სპეკულაციურ გარიგებებს.

სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტით ვაჭრობის ნამდვილი ბუმია. ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოვალუტა სამხრეთ კორეაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უფრო ძვირი ღირს. კრიპტოვალუტის ბირჟაზე პოლიციის რეიდების შემდეგ 20%-იანი კლების შემდეგაც კი, ქვეყანაში კრიპტოვალუტის ფასი, მსოფლიო ფასებთან შედარებით, 30%-ით მაღალი რჩება.

 

წყარო: Reuters


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.