fbpx

ჯულიან ასანჟს ეკვადორის მოქალაქეობა მიენიჭა


გააზიარე სტატია

ლონდონში ეკვადორის საელჩოში გატარებული 5 წლის თავზე ცნობილ აქტივისტ ჯულიან ასანჟს ეკვადორის მოქალაქეობა მიენიჭა. ეკვადორმა ასევე სცადა ასანჟისთვის დიპლომატიური იმუნიტეტის მინიჭება, თუმცა ბრიტანეთმა მსგავსი სტატუსის გაცემაზე უარი განაცხადა.

ასანჟი ეკვადორის საელჩოში პოლიციას ემალება 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც შვედეთში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ორი ქალის გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით. ეკვადორის მთავრობა აქტიურად ეძებს საელჩოდან ასანჟის გაყვანის გზებს.

2012-2015 წლებში ეკვადორის საელჩოსთან ლონდონის პოლიციას 24-საათიანი პატრულირება ჰქონდა დაწესებული, რაზეც ჯამში 11 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა.

წყარო: theverge.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.