fbpx

სასარგებლო აპლიკაციები თქვენი iPhone-ისთვის


გააზიარე სტატია

Appstore-ის გავლით, აიფონის მომხმარებლისთვის ყოველთვიურად 60 ათასამდე ახალი აპლიკაცია ემატება. იუთუბი და ვებსაიტები სავსეა აიფონისთვის გაკეთებული პროგრამების რეკომენდაციებით, და ამ უკიდეგანო ინფორმაციაში საინტერესო ეპის შერჩევა ხშირად ძალიან რთულია.

ქვემოთ მოყვანილი iOS აპლიკაციების ათეული გაფილტრული ვებრეკომენდაციების პირველი შედეგია, რომლის საშუალებითაც, თქვენი აიფონი, სავარაუდოდ, უფრო მეტ სასარგებლო ახალ ფუნქციებს შეასრულებს.

Argus, Free


არგუსი კალორიების დამთვლელი აპლიკაციაა, რომელიც წონის დაკლებისა და კვების სწორად დაგეგმვის რთულ საქმეში დაგეხმარებათ. არგუსის საშუალებით თქვენ აღრიცხავთ მიღებულ საკვებსა და სასმელს, შესაბამის კალორიებს კი აპლიკაცია თქვენ მაგივრად დაითვლის. პარალელურად, ეპს შეუძლია თქვენი მოძრაობისა და ფიზიკური აქტივობის ტრენინგი, რაც პროგრამას თქვენი კალორიების მიღებისა და დაწვის, შესაბამისად კი ფორმაში ყოფნისთვის საჭირო მოქმედებების გამოანგარიშებაში დაეხმარება.

Measure Kit, Free

Measure Kit საშუალებას იძლევა გაზომოთ სხვადასხვა რეალური ობიექტები თქვენი აიფონის ან აიპედის კამერის საშუალებით. მობილურ აპლიკაციას აქვს სახაზავის, ტრაექტორიის, კუთხეების გრადუსის, ზედაპირის სისწორის, მოცულობისა და სხვა, სულ 7 პარამეტრის მიხედვით გაზომვის ფუნქციები, რომლებიც კარგ წარმოდგენას შეგიქმნით ამა თუ იმ ობიექტის რეალურ სიდიდეებთან დაკავშირებით.

Scheduled, Free


Scheduled ერთ-ერთი შედარებით უჩვეულო აპლიკაციაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ სხვადასხვა საქმიანი თუ პირადი ტექსტური შეტყობინების გაგზავნა მომავალში, თქვენი სურვილით შერჩეულ დროს. ეს პროგრამა მუშაობს ისეთ შეტყობინებების სერვისებზე, როგორებიცაა iMessage, Facebook Messenger, Watsapp, Twitter და სხვა პოპულარული გზავნილების პროვაიდერები.

Temp Mail, Free


თქვენი ნამდვილი იმეილის სპამისგან დასაცავად Temp Mail-ის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ დროებითი ელექტრონული ფოსტის მისამართები. Temp Mail-ის მისამართები უფასო და ანონიმურია. ისინი თავიდან აგაცილებთ არასასურველი შემოთავაზებების მიღებას სხვადასხვა ონლაინ თუ ოფლაინპროვაიდერებისგან, რომლებიც რეგისტრაციისას თქვენს პირად ინფორმაციას და ელექტრონულ ფოსტას ითხოვენ.

Pocket, Free


Pocket საინტერესო კონტენტის შენახვის აპლიკაციაა, რომელშიც შეგიძლიათ დაიმახსოვროთ თქვენთვის საინტერესო ახალი ამბები, სტატიები, რევიუები და სხვა შინაარსის ინფორმაცია მოგვიანებით წასაკითხად. ის მუშაობს 300-მდე პოპულარულ საინფორმაციო პლატფორმასთან, მათ შორის ტვიტერთან, ფეისბუქთან, გუგლთან და სხვა ძირითადი პროვაიდერების ეპებით. Pocket-ის ერთ-ერთი მიმზიდველი ფუნქცია კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში გადანახული მასალების ნახვა მოგვიანებით, ინტერნეტთან წვდომის გარეშეც შეიძლება.

Pillow, Free


Pillow თქვენი ძილის ხარისხის მაკონტროლებელი აპლიკაციაა. აპლიკაცია „აღნუსხავს“ იმას, თუ რამდენი ხანი გჭირდებათ ჩასაძინებლად, ასევე თქვენს ღამეულ ჩვევებს, რომელიც შესაძლოა დიდ გავლენას ახდენდეს თქვენივე ჯანმრთელობაზე. Pillow მონაცემებზე დაყრდნობით, თქვენი ძილის სტატისტიკურ ვიზუალურ ანალიზსაც აკეთებს, რის მიხედვითაც შეძლებთ ძილის სიჯანსაღის ხარისხის განსაზღვრას.

Itranslate, Free


Itranslate სინქრონული თარგმანის აპლიკაციაა, რომელსაც მსოფლიოს 38 ყველაზე გავრცელებული ენის ამოცნობა და სხვა ენაზე გადათარგმნა ავტომატურად შეუძლია. ამისთვის საკმარისია გახსნათ ეპი თქვენს აიფონში, ამოატრიალოთ ტელეფონი მიკროფონის უკეთესი მდებარეობისთვის და, ეკრანზე გამოჩენილი აპლიკაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, წარმოთქვათ გადასათარგმნი წინადადება. მეტი მოხერხებულობისთვის ნათარგმნ სიტყვებსა და გამონათქვამებს აპლიკაცია თავის მეხსიერებაში ინახავს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მათი დამახსოვრება ან გადამეორება დაგჭირდათ.

Procam, $ 4.99


Procam იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც, აიფონის მშობლიური კამერის ეპისგან განსხვავებით, პროფესიონალური კამერისთვის დამახასიათებელი ძირითადი პარამეტრების მანიპულირების ფუნქციები აქვს. აპლიკაცია იძლევა დიაფრაგმის, აისო და სხვა მახასიათებლებით ექსპერიმენტების საშუალებას, რაც პროფესიული ფოტოგრაფიის მოყვარული აიფონის მფლობელებისთვის სასიამოვნო აღმოჩენა იქნება.

Calm, Free


გავრცელებული რევიუების მიხედვით, Calm სტრესის შემცირების ხელშეწყობის პროგრამაა, რომელიც, ამ მიზანს სხვადასხვა გზით აღწევს. ეპის მენიუში თქვენ ნახავთ ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა კონცენტრაციის გაუმჯობესება, ბედნიერების მაჩვენებლის გაზრდა, მედიტაციის სწავლება, შფოთის შემცირება, თვითშეფასების ამაღლება, მადლიერების გრძნობის გაღვივება და, რაც მთავარია, ხარისხიანი ძილი. ამ ყველაფერს, აპლიკაცია Calm მასში ჩატვირთული აუდიოვიზუალური კონტენტის საშუალებით გვპიდება.

Today Weather, Free


Today Weather ერთი შეხედვით ბანალური ამინდის აპლიკაციაა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მან შეიძლება თქვენი მოწონება მაინც დაიმსახუროს. პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს მისი ხარისხიანი ინტერფეისის დიზაინი. გარდა ამისა, Today Weather იძლევა ბევრ ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც აიფონის სხვა მსგავს აპლიკაციებს არ მოჰყვება ხოლმე, მათ შორის ჰაერის ხარისხთან დაკავშირებულ და სატელიტური რადარის მონაცემებსაც.


რეკომენდებული სტატიები
iPhone X ვერ იყიდება

iPhone X ვერ იყიდება

iPhone X ვერ იყიდება
ძვირადღირებული iPhone X-ის გაყიდვების დინამიკა იმ ნიშნულზე გაცილებით მცირეა, ვიდრე ამას კომპანია პროგნოზირებდა. არსებული პრობლემის გამო, კომპანიამ შეამცირა უახლოეს თვეებში ბაზარზე ამ პროდუქტის მიწოდება.
სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“

სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“

სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“
აპების ბაზარზე არსებულ უამრავ პროგრამას შორის შეგხვდებათ ისეთი სერვისებიც, რომლებიც ბევრი პლიუსის მიუხედავად ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ ცნობილი, თუმცა კი ნამდვილად იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებას
ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები
ბლოკჩეინს, როგორც ცალკე აღებულ ტექნოლოგიას, უზარმაზარი მომავალი აქვს და მალე მას იმგვარად და ისეთ სფეროებში გამოვიყენებთ, დღეს რომ აზრადაც არ მოგვივა
ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე
საქართველოში სილიკონის ველი რომ არ გვაქვს ვიცით, მაგრამ AT_ მაინც შეეცადა თქვენთვის პატარა გზამკვლევი შეექმნა ქართული და მსოფლიო მობილური აპლიკაციების სამყაროს შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.