fbpx

ბარსელონაში კატალონიელი მოქანდაკის – ჟაუმე პლენსას საინტერესო გამოფენა გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MACBA) კატალონიელი მოქანდაკის, ჟაუმე პლენსას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელს ხელოვანის 1980 წლიდან დღემდე შესრულებული ქანდაკებებისა და ინსტალაციების ნახვა შეუძლია.

 

 

გარდა ამისა, ორი ნამუშევარი: „ხის გული“ და „მდინარის გული“ მუზეუმის მახლობლად მდებარე პარკშია განთავსებული.

 

 

ჟაუმე პლენსამ სახელი ადამიანის დიდი ზომის ფიგურებით გაითქვა, რომელთა უმეტესობა 10 მეტრის სიგრძისაა და ლათინური ასოებითაა შეკრული. ფაქტობრივად ეს არის ლითონში გამოკვეთილი პოეზია, რომელსაც ათვალიერებ და პარალელურად კითხულობ. საინტერესოა ისიც, რომ მნახველს პლენსას ნამუშევრებში შესვლა და მისი შიგნიდან დათვალიერებაც შეუძლია. „როცა ვინმე ჩემს ქმნილებაში შეაბიჯებს, ქანდაკება სულიერი ხდება. ის დაუსრულებელია, როცა ცარიელია“, – ამბობს ხელოვანი.

 

 

ჟაუმე პლენსას ცნობილი ნამუშევარია „ხის გული“ – მჯდომარე მამაკაცის ქანდაკება, რომელიც ხეს არის შემოხვეული. ხელოვანის განმარტებით, იდეა შუასაუკუნეებიდან მოდის, როცა ალქიმიკოსებს სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულიდან ხე აღმოცენდებოდა და სული უსასრულობას კოსმოსური ხის მეშვეობით უერთდებოდა.

ჟაუმე პლენსას გამოფენა ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.


რეკომენდებული სტატიები
ეგონ შილეს 100 წლის იუბილეს ნიუ-იორკის მუზეუმმა ინოვაციური კატალოგი მიუძღვნა

ეგონ შილეს 100 წლის იუბილეს ნიუ-იორკის მუზეუმმა ინოვაციური კატალოგი მიუძღვნა

ეგონ შილეს 100 წლის იუბილეს ნიუ-იორკის მუზეუმმა ინოვაციური კატალოგი მიუძღვნა
ცნობილი მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე, ნიუ-იორკის სენტ-ეტიენის მუზეუმმა შილეს ყველა ნამუშევარს მოუყარა თავი და პირდაპირ ინტერნეტ-ქსელში ატვირთა
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
მარიამ კაკაბაძე „დავით კაკაბაძის ფონდის“ შესახებ

მარიამ კაკაბაძე „დავით კაკაბაძის ფონდის“ შესახებ

მარიამ კაკაბაძე „დავით კაკაბაძის ფონდის“ შესახებ
გვესაუბრება დავით კაკაბაძის შვილიშვილი - მარიამ კაკაბაძე, რომელიც გაგაცნობთ დავით კაკაბაძეს, მის შემოქმედებას, ფონდსა და ოჯახს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.