21 იანვარი დილიდან
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ანიმაციური ფილმის პრემიერა გაიმართება
ანიმაციური ფილმის – “ომის იავნანას” შემქმნელია გერმანიაში მოღვაწე იანა უგრეხელიძე. ნამუშევრის თემა აფხაზეთის კონფლიქტია. რეჟისორული გადაწყვეტილების მიხედვით, ომი ბავშვის თვალით არის დანახული, თავად ფილმის ინსპირაციაც ომგამოვლილი ბავშვები არიან.
ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებს მშობლიურ ქალაქს 4 ბავშვი – ოთხი შესაძლო გზა, რომლითაც სოხუმის მცხოვრებლები, აფხაზი „ბოევიკების“ მიერ დევნილები, ხანძრით მოცული ქალაქიდან აღწევდნენ თავს: ბოლო გემით, ბოლო თვითმფრინავით, ბოლო მატარებლით და ვინც ტრანსპორტით ვერ მოასწრო, სვანეთის თოვლით დაფარული მთების გადავლა მოუხდა ფეხით.
ბრიუსელში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ Bozar-ში გაიმართა პანელ-დისკუსია, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონში თანამშრომლობის სხვადასხვა პერსპექტივებს ეხებოდა
პანელ-დისკუსიის მოდერატორი იყო “ევრიმაჟში” საქართველოს წარმომადგენელი – თამარ ტატიშვილი, ხოლო მონაწილეები საქართველოდან – ვლადიმერ კაჭარავა და ქეთი დანელია.
წყარო: https://www.facebook.com
სპორტსმენმა რომან დოლიძემ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ დივიზიონთან კონტრაქტი გააფორმა
დოლიძე მეორე ქართველია, ვინც საქართველოს სახელს UFC-ზე დაიცავს.
ფოტო: https://static.popsport.com/
ჰოლანდიაში, სავარაუდოდ, ვან გოგის დღემდე უცნობი ტილო აღმოაჩინეს
უახლოეს ხანებში კი მის შესწავლას ექსპერტები დაიწყებენ. ექსპერტიზას შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს.
წყარო: https://www.rtvdrenthe.nl/
„ჯონ ვიკის“ მესამე ნაწილის ტრეილერი გამოვიდა.
წყარო: https://www.youtube.com/
Project ArtBeat გიწვევთ კონსტანტინე მინდაძის პერსონალური გამოფენის – “გადაულახავი სივრცეების პირისპირ” გახსნაზე Moma Tbilisi-ში.
წყარო: https://www.facebook.com/
ბრიუსელში ლანა ღოღობერიძის ფილმის, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ჩვენება გაიმართა.
წყარო: https://www.facebook.com/