fbpx

პოდკასტები მოგზაურობის მოყვარულთათვის: რჩევები, რეკომენდაციები, რეალური ისტორიები


გააზიარე სტატია


პოდკასტები მოგზაურობის მოყვარულთათვის: რჩევები, რეკომენდაციები, რეალური ისტორიები

 

The Journey

ავიაკომპანია KLM-ის პოდკასტია, რომლის სლოგანია „მოგზაურობა, რომელმაც ცხოვრება შეცვალა“.  მართლაც, თითოეული პოდკასტი ადამიანების რეალურ ისტორიებზეა აგებული და სერიალს გაგონებს. მაგალითად, ერთ-ერთი ამბავი ახალგაზრდა გოგოს უკავშირდება, რომელიც დედის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესის დასაძლევად ალასკაზე გაემგზავრა, სადაც მომავალი ქმარი გაიცნო და სამუდამოდ დასახლდა ყინულოვან მხარეში; ასევე საინტერესოა ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელმაც კენიაში ყოფნისას სტენდაფ-კომიკოსობა გადაწყვიტა –  სასწავლო სტაჟირებას კენიაში გადიოდა.

 

Travelogue

ჟურნალ Condé Nast Traveller-ის პოდკასტია. ყოველი ახალი გამოშვება ეძღვნება ახალ სამოგზაურო მიმართულებებს, ინდუსტრიის ტრენდებს და სხვადასხვა პრობლემებს, რომლებსაც მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აწყდებიან. „როგორ უნდა მოიქცე იტალიაში, როცა დილის 11 საათზე კაპუჩინოს დალევა მოგინდება“, „ღირს თუ არა ვენეციაში ჩასვლა ტურისტული სეზონის პიკში?“, „ფსიქოლოგების მოსაზრება, თუ რატომ ვირჩევთ შვებულებისას ან უიქ-ენდებზე დასასვენებლად ადგილებს ზღვასთან, ტბასთან ან მდინარესთან ახლოს“ – ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც წამყვანები ყოველკვირეულ პოდკასტებში მიმოიხილავენ. გარდა ამისა, აზიარებენ ინფორმაციას სამოგზაურო ტექნოლოგიებზე, აპლიკაციებზე და სასარგებლო ლიტერატურაზე.

პოდკასტი ასევე აქცენტს აკეთებს ქალთა ტურიზმზე, როგორც ახალ ტრენდზე. ასევე აძლევს რჩევებს იმ გოგონებს, რომლებიც მარტო მოგზაურობას არჩევენ.

 

 

Taste Trekkers 

For foodies who love travel and travelers who love food – ასე ახასიათებს პოდკასტის ავტორი სეტ რესლერი მიზნობრივ აუდიტორიას. პოდკასტის გამოშვებები მიმართულებებად იყოფა, სადაც მსმენელი გაიგებს, მაგალითად: თუ რომელია სტამბოლის საუკეთესო საქაბაბეები და ყველის მაღაზიები, რა უნდა შეუკვეთო საუზმეზე იერუსალიმში, რატომ იმსახურებს კარტოფილის ფესტივალი ყურადღებას, რომელიც კრეტაზე იმართება და ა.შ. პოდკასტი 2012 წლიდან ფუნქციონირებს,  სულ 100-მდე გამოშვებაა ატვირთული და მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: აშშ, ისრაელი, საბერძნეთი, მაკედონია, იტალია, თურქეთი.

 

 

Travel with Rick Steves

 პოდკასტის ავტორი რიკ სტივსია, რომელიც 1973 წლიდან მოგზაურობს და ყოველ ქვეყანაში 100 დღეს ატარებს. პოდკასტი მისი პერსონალური ბლოგია, სადაც შთაბეჭდილებებსა და რჩევებს აზიარებს. რაც შეეხება თემატიკას, ის მრავალფეროვანია: სკანდინავიური სამზარეულო, ტურები ლუდის მოყვარულთათვის, მოგზაურობა შინაურ ცხოველებთან ერთად. მის დიდ არქივში ნებისმიერ მომხმარებელს მისთვის საინტერესო თემის მარტივად ნახვა შეუძლია.

 

 


რეკომენდებული სტატიები
რამდენიმე შემეცნებითი პოდკასტი მოდის ისტორიის, ტენდენციებისა და ინდუსტრიის შესახებ

რამდენიმე შემეცნებითი პოდკასტი მოდის ისტორიის, ტენდენციებისა და ინდუსტრიის შესახებ

რამდენიმე შემეცნებითი პოდკასტი მოდის ისტორიის, ტენდენციებისა და ინდუსტრიის შესახებ
დღესდღეობით პოდკასტების მოძებნა ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი. პოდკასტის დიდი უპირატესობა ისიცაა, რომ ის არ მოითხოვს ეკრანთან ყოფნას და მოსმენის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ სხვა საქმეებიც აკეთოთ
9 ორიგინალური დაპირება 2019 წლისთვის - TED Conference

9 ორიგინალური დაპირება 2019 წლისთვის - TED Conference

9 ორიგინალური დაპირება 2019 წლისთვის - TED Conference
შაბლონური საახალწლო დაპირებების ნაცვლად, კარგი იქნება თუ საკუთარი თავისთვის რამე უფრო სასარგებლოსა და ორიგინალურ გეგმას დასახავთ. ამაში შესაძლოა ჩვენი სტატია დაგეხმაროთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.