fbpx

19 თებერვალი დილიდნ 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ დღის ვიდეო: ქართველი მორაგბეები ესპანელ სტუმრებს ელარჯით გაუმასპინძლდნენ. 

ესპანელი სტუმრები vs ელარჯი <3

ესპანელი სტუმრები vs ელარჯი <3მესამე ტაიმი <3საქართველო 24-10 ესპანეთიგთხოვთ გაიზიაროთ !

Gepostet von საქართველოს რაგბის კავშირი / Georgian Rugby Union (Official) am Montag, 18. Februar 2019

წყარო: https://www.facebook.com/

 

ტრეილერი: ოსკაროსანმა ოქტავია სპენსერმა კარიერაში პირველი მთავარი უარყოფითი როლი შეასრულა, თანაც საშინელებათა ფილმში

სურათი ეკრანზე 31 მაისს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com

 

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება

სტენდზე წარდგენილი იქნება საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ნაწარმოებების უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი წიგნები. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, მარტში, სამი დღის განმავლობაში, დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მაია დანელიასა და ცენტრის ლიტერატურული პროგრამის მენეჯერის, ნინო ნადიბაიძის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებსა და პარტნიორებთან.

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე და ლიტერატურის კრიტიკოსი ზაალ ანდრონიკაშვილი ქართული ჰაგიოგრაფიისა და სულხან-საბა ორბელიანის გერმანულენოვან გამოცემებს წარადგენენ. წაიკითხავენ ბესიკ ხარანაულისა და რატი ამაღლობელის ლექსებს.

წყარო: https://1tv.ge

 

ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისთვის კონკურსი გამოცხადდა

წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის მწერალთა საბჭო და ევროპელ გამომცემელთა ფედერაცია ევროპული კომისიის ორგანიზებით აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს მწერლებისთვის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან.

2019 წლის პრიზის მოსაპოვებლად შერჩეულია 14 ქვეყანა: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

საქართველო და უკრაინა აღნიშნულ კონკურსში პირველად მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა. კონკურსში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს. საკონკურსო წიგნები 2019 წლის 22 თებერვლამდე მიიღება.

 

ქართული ხალხურის ზღაპრების კრებული – „მომიყევი ზღაპარი და თან გავაფერადოთ“ ფრანგულ ენაზე გამოვიდა

კრებული საფრანგეთში, პარიზის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება. ქართული ხალხური ზღაპრების ორი ტომი საბავშვო გამომცემლობა „მედუზამ“ გამოსცა. წიგნები საქართველოში დაიბეჭდა და ოთხ ზღაპარს მოიცავს.

 

სერიალ “გაქცევის” მსახიობი დომინიკ პარსელი თბილისშია. მსახიობმა Instagram-ზე თბილისში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

წყარო: https://www.instagram.com/

 

20 თებერვალს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში  სალომე ბედუკაძის წიგნის, „პასტერნაკის ქართველი ადრესატების“ წარდგენა გაიმართება

Image may contain: 1 person, plant, closeup and outdoor

წიგნი ქართველ მეგობრებთან მიწერილი წერილებისა და მათი კომენტარების თარგმანთან ერთად მოიცავს პროფესორ მარია ფილინას სტატიას ,,ქართველ პოეტებთან მიწერილი ბორის პასტერნაკის წერილები მისი ეპოქისა და ჩვენი დროის კონტექსტში“ და მთარგმნელის მონოგრაფიას ,,ქართული პოეზიის როლი ბორის პასტერნაკის შემოქმედებაში”. ბორის პასტერნაკის მიმოწერა ქართველ მეგობრებთან და მათ ოჯახებთან XX საუკუნის ეპისტოლარული ჟანრის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. ქართულ ენაზე წერილები თითქმის არ ითარგმნებოდა. ქართველი მკითხველი მათ ორიგინალში კითხულობდა.

წყარო: https://www.facebook.com

 

მულტიდისციპლინური საგამოფენო პროექტი “მდგომარეობებს შორის” საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 19 და 20 თებერვალს  წარმოგიდგენთ გერმანელი კინოს კურატორის, არტისტისა და მკვლევრის, ფლორიან ვუსტის საჯარო ლექციას და კინოჩვენების სერიას

Image may contain: 1 person

ავტორი ისაუბრებს საკუთარ, როგორც ტრანსმედიალეს კინოპროგრამის კურატორის გამოცდილებაზე. ტრანსმედიალე მედია ხელოვნების და ციფრული კულტურის ფესტივალია, რომელსაც 30-წლიანი ისტორია აქვს. ტრანსმედიალე გარდამტეხ მოვლენად იქცა მედია ხელოვნების მიმართულებით საერთაშორისო სცენაზე, რომელიც ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში 25 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიდეო, საარქივო და დოკუმენტურ მასალებთან, ექსპერიმენტულ და ალტერნატიულ ფილმებთან მუშაობის, კვლევისა და რეპრეზენტაციის ასპექტებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ სამეცნიერო კონფერენციას „უცნობი მასალები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“

Image may contain: text and outdoor

კონფერენცია ეძღვნება ეროვნული მუზეუმის მთავარი კონსერვატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ირინა არსენიშვილის ხსოვნას. ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში არსებული, საზოგადოებისთვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი მასალები – სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და სხვადასხვა ეპოქის ნიმუშები.  

წყარო: https://www.facebook.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.