22 თებერვალი დილიდან
ნახეთ: Pixar-ის ამ ახალ მოკლემეტრაჟიან ანიმაციას ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ
წყარო: https://www.youtube.com/
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის, “ეგნატე გაბლიანი – ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა” პრეზენტაცია გაიმართა
წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემათა სერიის – “ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა” ფარგლებში გამოიცა. მასში შესულია ეროვნული მოღვაწის, ეთნოგრაფის, არქეოგრაფის, მუზეუმთმცოდნისა და პუბლიცისტის, ეგნატე გაბლიანის მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელთა შორისაა სამი მონოგრაფია და პრესაში დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილები. წიგნს ახლავს ეგნატე გაბლიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პუბლიკაციები და ეთნოგრაფისადმი მიძღვნილი კონფერენციების მოკლე ანგარიში.
წყარო: https://www.facebook.com/
24 თებერვალს მწერალთა სახლის ორგანიზებით საქართველო პირველად შეუერთდება „მსოფლიო პოეტური მოძრაობის“ საერთაშორისო ლიტერატურულ პროექტს – „მსოფლიო კედლების გარეშე“
პროექტი 2013 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება და ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში იმართება პოეზიის კითხვის დღეები. 2019 წლის თებერვალში საერთაშორისო კამპანიაში მსოფლიოს 400-ზე მეტ ქალაქში 1000-ზე მეტი პოეტი მიიღებს მონაწილეობას.
„მსოფლიო პოეტური მოძრაობა“ დაფუძნდა 2013 წელს კოლუმბიის ქალაქ მედელინში გამართულ 37-ე საერთაშორისო პოეტური ფესტივალის დირექტორთა მსოფლიო კრებაზე. ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია საერთაშორისო პოეზიის ფესტივალების, პოეტებისა და პოეზიის სკოლების ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა, ბეჭდური და ვირტუალური პუბლიკაციების გამოცემა და შესაბამისად, თანამედროვე პოეზიის გლობალურად წარმოჩენა.
24 თებერვალს, 17:00 საათიდან მწერალთა სახლის შენობისა და ბაღის 10-მდე სხვადასხვა სივრცეში დაგეგმილ პოეზიის მარათონში სხვადასხვა თაობის ქართველი პოეტები მკითხველებს საკუთარ ლექსებს წაუკითხავენ.
წყარო: https://www.facebook.com/
თებერვალში კინოთეატრი “ამირანი” წარმოგიდგენთ ფრანგული საავტორო კინოს ლეგენდის – ფრანსუა ტრიუფოს უკვდავი ფილმების რეტროსპექტივას.
როცა ზედმეტად თავდაჯერებული ხარ 😀 შემთხვევით სექსუალური 🎬https://www.imovies.cc/movies/878364421/I-Feel-Pretty/GEO/HIGH
Gepostet von Movie Story am Montag, 29. Oktober 2018
წყარო: https://www.facebook.com/
2019-2020 სასწავლო წლებიდან საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლება დაინერგება.
სურვილის შემთხვევაში ჩინურ ენას სკოლებში მეორე უცხო ენად შეისწავლიან. განათლების სამინისტროს დადგენილების თანახმად, ჩინურის, როგორც მეორე უცხო ენის არჩევა სკოლებს მე-5 კლასიდან შეეძლებათ.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/
არტ კაფე “ჰოუმი” წარმოგიდგენთ სამი ხელოვანის კოლაბორაციას
სამი ხელოვანის ერთობლივი ნამუშევარი შემოქმედებითი პროცესის დროს სიმშვიდის, საკუთარ თავთან განმარტოების და თავისუფლების სურვილითაა შექმნილი.
წყარო: https://www.facebook.com/
23 თებერვალს, 19:00 საათზე, საგანმანათლებლო ცენტრ “ლეველსში” გაიმართება სალექციო შეხვედრა გია ბუღაძესთან
ლექცია ჩატარდება თემაზე: “პარალელები დიდ მხატვართა შემოქმედებაში”.
წყარო: https://www.facebook.com
23 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის წარდგენაზე
„დიდი გასეირნება ლიტერატურაში“ „ლიბერალისა“ და „არტანუჯის“ მორიგი ერთობლივი გამოცემაა.
წყარო: https://www.facebook.com/