“ფაბრიკა” ნომინირებულია ვებპლატფორმა ArchDaily-ს წლის შენობების კონკურსში
კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია!
Fabrika ამჯერად ნომინირებულია ArchDaily-ის კონკურსში Building of the Year 2019, კატეგორიაში – Hospitality.
ArchDaily არქიტექტურული სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ვებპლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში გაეცნოთ ინფორმაციას არქიტექტურაში მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების შესახებ.
პირველ ეტაპზე, 18 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ArchDaily-ზე რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია სასურველი პროექტის ნომინირება. ეს ეტაპი 4 მარტს სრულდება, ხოლო “ფაბრიკის” პროექტის ნომინირებისთვის უნდა ესტუმროთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია.
ნომინირებული 4000 პროექტიდან მეორე ეტაპზე გადავა 5 პროექტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
4 მარტიდან დაიწყება ხმის მიცემის მეორე რაუნდი, რომლის დროსაც მომხმარებელს საშუალება ექნება ხმა მისცეს მეორე ეტაპზე გასული ნომინირებული პროექტებიდან ერთ-ერთს. მომხმარებელს საშუალება ექნება თავისი ხმა მისცე თითო პროექტს თითო კატეგორიაში. მეორე ეტაპის ხმის მიცემა 11 მარტს დასრულდება.
თითოეული კატეგორიის გამარჯვებულის ვინაობას ArchDaily 12 მარტს გამოაცხადებს.
გთხოვთ, გააზიაროთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ხმების საჭირო რაოდენობის დასაგროვებლად.