9 გვერდი, რომელიც Instagram-ზე უნდა გამოიწეროთ
Instagram, რომელიც ძირითადად სელფების, საჭმელების და მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების პლატფორმად გამოიყენებოდა არსებობის საწყის ეტაპზე, რაც დრო გადის ცდილობს ყველანაირი ინტერესის, გემოვნების და ცხოვრების სტილის მქონე მომხმარებელს შესთავაზოს მისთვის საინტერესო სივრცე. მესენჯერის, სთორების, ვიდეოპლატფორმის დამატებით ის ახლა გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე თუნდაც შარშან ამ დროს იყოს.
რაც დრო გადის, მის წიაღში უფრო და უფრო მეტი საინტერესო გვერდი იქმნება, რომელიც არა კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ გარკვეული თემის გარშემოა შექმნილი და მთელ სამყაროს, ამ სოციალური ქსელის სტილში დამუშავებულ აუთენტურ კონტენტს სთავაზობს.
ვეცადეთ შეგვეგროვებინა ისეთი გვერდები, რომლებიც თქვენი Instagram-ის ფიდს უფრო საინტერესოს გახდიან, თქვენ კი იმაზე დაგაფიქრებენ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ აპლიკაციის საშუალებით უფრო საინტერესო და განსაკუთრებული, ვიდრე ჩვენი სელფების, ინტერიერის ან ლანჩის ფოტოების დადებაა.
#1 Memeterature
იუმორის და ლიტერატურის დიდებული ნაზავია, რომელიც ცხოვრებისეულ ამბებს წიგნების სათაურებთან ასინქრონებს
#2 ქართული სლენგის ლექსიკონი
ქართული ჟარგონების და ფრაზების განმარტება ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ იუმორის დახმარებით. ამ გვერდზე შესაძლოა მივიწყებული და ხმარებიდან გამოსული ფრაზებიც იპოვოთ.
#3 Memeswhatthefuck
ფილმებიდან, შოუებიდან, ილუსტრაციებიდან აღებული კადრებისგან შექმნილი მემეები, რომელიც ქართულ კონტექსტში ჯდება
#4 აქ მაინც მომასვენეთ
კიდევ ერთი მემეების გვერდი, რომელიც ფერწერული ტილოებით იკვებება და მათი დახმარებით ქმნის ახალ შინაარსს.
#5 ბატონი უცხოელი
რომელიც ინსტაგრამის გვერდის საშუალებით გვიზიარებს იმ გზას, რასაც ის გადის ქართველად ქცევისას.
#6 Toilets of georgia
აქ ნახავთ ყველანაირ ტუალეტს (ნუ თითქმის ყველანაირს), რომელსაც საქართველოში შეიძლება შეხვდე: დაწყებულს გამორჩეული დიზაინის მქონე კაფეებისა და სასტუმროების ტუალეტებიდან, დასრულებულს ტრიალ მინდორში მოწყობული სოფლის ტუალეტებით.
#7 მიჯრა
საინტერესო დიზაინის მქონე ტიპოგრაფიის კოლექცია, რომელიც აერთიანებს ძველ და ახალ წიგნის ყდებს, სარეკლამო და საინფორმაციო აბრებს, ეტიკეტებს და სხვა ბეჭდურ მასალას.
#8 364 places
ორმა გოგომ გადაწვიტა გავიდეს და ნახოს 364 განსხვავებული ადგილი. ის , რაც უკვე ნახეს, მათ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. მიზნამდე დარჩენილია 314 ადგილი.
#9 Shoes in Books
ფეხსაცმელები სხვადასხვა ლიტერატურული ტექსტებიდან და ილუსტრაციებიდან.