fbpx

28 თებერვალი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე მოქმედი ჩემპიონი ბაუტისტა აგუტა დაამარცხა.

წინა შეხვედრაზე ბასილაშვილმა რუსეთის პირველი ჩოგანი, კარენ ხაჩანოვი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.

წყარო: https://www.facebook.com

 

მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იქნება.

Et le Festival de #Cannes2019 sera présidé par…—The 72nd Festival de Cannes will be presided by…

Gepostet von Festival de Cannes am Dienstag, 26. Februar 2019

ეს ფესტივალის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ფესტივალს მექსიკელი ჟიური ეყოლება.

წყარო: https://www.facebook.com

 

დღეიდან “გრეის ანატომია” ტელევიზიის ისტორიას შეცვლის.

სწორედ დღეს გავა პირდაპირ ეთერში შოუს 332-ე ეპიზოდი, რაც მას ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ სამედიცინო დრამად აქცევს. აქამდე ამ სტატუსს სერიალი ER ფლობდა, რომელსაც საერთო ჯამში 331 სერია ჰქონდა.

წყარო: https://www.all4women.co.za/

 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ნორა იკსტენას წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 1 მარტს, 18:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში

„დედის რძე“  სულის შემძვრელი რომანია. იგი შეუბრალებლად აღწერს საბჭოთა კავშირის მანკიერებებს, რომლებიც მარწუხებივით იმწყვდევს  არა მხოლოდ ქვეყნების თავისუფლებას, არამედ ადამიანურ, დედაშვილურ ურთიერთობებს. საოცრად ემოციური, სევდიანი, შეუპოვარი და ამაღელვებელი ნაწარმოები ჩვენი გამომცემლობის ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ძვირფასი მონაპოვარია.  

წყარო: https://www.facebook.com/

 

Warner Bros.-მა ” დეტექტივი პიკაჩუს” ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმის სიუჟეტი მოზარდ ტიმ გუდმანზეა, რომელიც პოკემონის დახმარებით მამამისის გაუჩინარების ფაქტს იძიებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი ეგვიპტეში დააჯილდოვეს.

ეგვიპტეში Aswan International Women Film Festival გაიმართა, სადაც მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

“სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ, შეფილდის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით კი ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს. რამდენიმე დღის წინ ფილმის ჩვენებები გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში. “სანამ მამა დაბრუნდება” ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს. მოვლენები კი პანკისის ხეობაში ვითარდება.

წყარო: http://beta.gnfc.ge/news/

 

ავიაკომპანია Air France-ს პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან დაიწყებს.

პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირიაში ორჯერ განხორციელდება. პარიზიდან თბილისში თვითმფრინავი კვირასა და ოთხშაბათს გამოფრინდება, უკუმიმართულებით კი, ორშაბათსა და ხუთშაბათს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.