fbpx

ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირი მასობრივმა დანიურმა სამეცნიერო კვლევამ გამორიცხა


გააზიარე სტატია



დანიაში ჩატარებულმა მასობრივმა კვლევამ ვერ მიაკვლია კავშირს წითელას, წითურასა და ყბაყურის აცრებსა და აუტიზმს შორის.

სამეცნიერო და ჯანდაცვის წრეებში ასეთი კავშირის შესაძლებლობა დიდი ხნის გამოკვლეული და უარყოფილია მრავალი სამეცნიერო ნაშრომით. მათში გაბათილებულია 20 წლის წინ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ნაშრომის მონაცემები, რომელსაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა ეფუძნება.

ახალი კვლევის მასშტაბებმა, რომელშიც 1999-2010 წლებში დაბადებული 657 461 დანიელი ბავშვი იყო ჩართული, წესით, უნდა გაამყაროს ის მოსაზრება, რომლის გავრცელებასაც ექიმები და ჯანდაცვის პროფესიონალები ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიგების ზრდის პირობებში ცდილობენ.

ორშაბათს ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომი კოპენჰაგენის Statens Serum Institut-ის მკვლევრებმა შექმნეს. კვლევაში მონაწილეობდა იმ მეცნიერთა ნაწილიც, რომლებმაც იგივე საკითხზე კვლევა New England Journal of Medicine-ში 2002 წელს გამოაქვეყნეს, 1991-1998 წლებში დაბადებული 537 303 ბავშვის მონაცემებზე დაყრდნობით.

 

რატომ გახდა საჭირო კვლევის გამეორება?

იმიტომ, რომ აცრებთან დაკავშირებული უადგილო ვარაუდები პირველი კვლევის შემდეგ არ შეცვლილა. “მოსაზრება, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს, ჯერ კიდევ პოპულარულია. ხოლო ანტივაქცინური მოძრაობა ბოლო 15 წლის მანძილზე უფრო გაძლიერდა კიდეც. ეს ტენდენცია შემაშფოთებელია”.

ორიგინალი: https://businessinsider.com/


რეკომენდებული სტატიები
3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3 სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ
ზამთრის ტონიკების დამზადება ადვილია - სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. საუკეთესო შედეგების მისაღწევად მიირთვით ტონიკი სისტემატურად. შეძლებისდაგვარად შეიძინეთ ბიოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები
ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ

ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ

ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ
ამა თუ იმ სასიცოცხლო ნივთიერებების ნაკლებობა შესაძლებელია უამრავი ქრონიკული დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.