8 მარტი დილიდან
გიორგი ბოჭორიშვილმა თინათინ ყაჯრიშვილის ფილმში “ჰორიზონტი” შესრულებული როლისთვის ეგვიპტეში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში გაიმარჯვა
Aswan International Women Film Festival-ზე ფილმი 2 ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმში საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლისთვის Nadia Lotfy Award მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილს გადაეცა. “ჰორიზონტმა” ასევე მიიღო კრიტიკოსთა ჯილდო.
“ჰორიზონტი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მას შემდეგ ფილმი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა. “ჰორიზონტი” ასევე აჩვენეს სარაევოს კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში.
ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.
წყარო: http://beta.gnfc.ge
ბრიტანულმა ავიაკომპანიამ Virgin Atlantic-მა ბორტგამცილებელ ქალებს ჩაცმაზე შეზღუდვები მოუხსნა და არჩევანის თავისუფლება მისცა
მათ მაკიაჟისა და ქვედატანის ტარების ვალდებულება აღარ ექნებათ და სამსახურში საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვას ჩაცმულობითაც შეძლებენ.
წყარო: https://www.buzzfeednews.com/
“სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავი მარშა ქროსი ეკრანს უბრუნდება
ბრი ვან დე კამპის როლის შემსრულებელი სულ მალე CW-ის ახალ სერიალში Jane The Novela მთავარ როლს მოირგებს. CW-ის ეს სერიალი პოპულარული ამერიკული შოუს, Jane The Virgin-ის სპინოფი იქნება. მარშა ქროსი “სასოწარკვეთილი დიასახლისების” შემდეგ ამ სერიალში პირველად მოირგებს წამყვანის როლს. გარდა ამისა, ამ შოუში მსახიობი კიბოს დამარცხების მერე პირველად გამოჩნდება.
წყარო: https://ew.com/tv/
2019 წელს ტელეეკრანებს Amazon-ისა და BBC-ის ერთობლივი პროექტი დაიპყრობს
ნილ გეიმანისა და ტერი პრეჩეტის წიგნის, Good Omens-ის სატელევიზიო ეკრანიზაცია დღის სინათლეს 31 მაისს იხილავს. რამდენიმე წუთის წინ შოუს პირველი ტრეილერი https://www.youtube.com/watch?v=hUJoR4vlIIsგავრცელდა, რომელშიც მთავარი აქცენტი ანგელოზისა და დემონის ტანდემზეა გაკეთებული. მათ როლებს დევიდ ტენანტი და მაიკლ შინი ასრულებენ.
წყარო: https://www.youtube.com/
საქართველოსა და ფიჯის კუნძულებს შორის უვიზო მიმოსვლა გაფორმდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ფოტო: https://www.travelonline.com/
დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ინსტაგრამზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა
დედოფალმა თავისი მმართველობის პერიოდში პირველად დაპოსტა სამეფო ოჯახის ინსტაგრამზე და ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმში ვიზიტის შესახებ უამბო გამომწერებს. “დღეს მე მეცნიერებათა მუზეუმს ვეწვიე და სამეფო არქივში ვნახე წერილი, რომელიც 1843 წელს ჩემმა დიდმა ბაბუამ, პრინცმა ალბერტმა დაწერა”, – წერს პირველ პოსტში დედოფალი.
წყარო: https://edition.cnn.com/
კანადის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ მონაწილეობს
კინოფესტივალზე ფილმი თებერვლის ნომინანტებს შორის სამი ნომინაციით მოხვდა: საუკეთესო მსახიობი – ვახტანგ ჩაჩანიძე; საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე; საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯანო იზორია.
ფილმი საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.
ფოტო: https://cdn.1tv.ge/